21:34, Thursday, 02.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ზაზა ხატიაშვილი: „ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილი დედის საქმიანობის გამო, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს“

14.09.2012
ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილი დედის საქმიანობის გამო, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა და ასოციაციის წევრმა, ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადეს.

როგორც გელა ნიკოლაიშვილმა და ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნეს, ირმა ჭკადუა მონაწილეობდა გახმაურებულ საქმეებში, მათ შორის ის იცავდა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველებისა და ფონდ „ქართუს“ ინტერესებს და სწორედ ეს გახდა მისი შვილის, 21 წლის ანრი ჯოხაძის დაკავების მიზეზი.

როგორც პრესკონფერენციაზე გელა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ირმა ჭკადუას შვილი საკუთარ სახლთან სამართალდამცველებმა 26 აგვისტოს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ბრალდებით დააკავეს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას.

„აღსანიშნავია, რომ ანრი ჯოხაძის დაკავებას წინ უსწრებდა ტელეკომპანია „რეალტივის“ ეთერში გაკეთებული კომენტარი, სადაც ის კოალიცია „ქართული ოცნების“ საპროტესტო აქციის შემდეგ ღიად აფიქსირებს პოზიციას და აცხადებს, რომ სურს დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება. სისხლის სამართლის საქმე ანრი ჯოხაძის წინააღმდეგ აღიძრა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თითქოსდა საქართველოში გარკვეული დანაშაულებრივი ჯგუფი ამზადებს და ასაღებს ნარკოტიკულ ნივთიერება „სუბოტექსს“. ამ დრომდე მოცემული ჯგუფიდან მხოლოდ ერთი პირია დაკავებული იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული წესით დამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა. პოლიტიკურ საქმეებზე გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, ანრი ჯოხაძეს პირად ჩხრეკას და ამოღებას არ დასწრებია დამოუკიდებელი დამსწრეები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

დაკავებულის დედის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მის შვილს არანაირი შეხება არასოდეს არ ჰქონია ნარკოტიკთან, იყო სტუდენტი და გამოირჩეოდა სანიმუშო ყოფაქცევით. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ შვილის დასაცავად ყველა უკიდურეს ზომას მიმართავს და არ გამორიცხავს, რომ შიმშილობაც დაიწყოს.

ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ზაზა ხატიაშვილი, ირმა ჭკადუა და გელა ნიკოლაიშვილი ხვალ ბრიუსელში გაემგზავრებიან, სადაც ევროპარლამენტთან საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილ პრობლემებს, მათ შორის ანრი ჯოხაძის დაკავების ფაქტს გააპროტესტებენ.

„სხვისი უფლებების დაცვის გამო ირმა ჭკადუას შვილი, დღეს ციხეში ზის, რაც უკანონობაა, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს უსამართლობა ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა 12 სექტემბერს მოისმინა საქმე და ანრი ჯოხაძე პოლიტიკურ პატიმრად სცნო.

წინასასამართლო სხდომა ანრი ჯოხაძის საქმესთან დაკავშირებით 27 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC