კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატები ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან

17 სექტემბერი, 2012

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა მომავალი საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო. პირველი შეხვედრა 14 სექტემბერს „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მამუკა მღვდელაძესთან გაიმართა.

საარჩევნო პროგრამისა და ძირითადი პრიორიტეტების წარდგენის შემდეგ „ახლების“ ქუთაისელმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ სრულიად არაკონკურენტულ გარემოში უწევს მუშაობა.

„მადლობა ღმერთს, აღარ გვაწიოკებენ, როგორც ეს ადრე, წინა არჩევნების დროს ხდებოდა. თუმცა, სახელისუფლებო პარტიას მთელი სარეკლამო სივრცე ათვისებული აქვს და ეს უკვე ქმნის პრობლემას. საერთო ჯამში, სახეზეა ორი თავკომბალა, ორი პოლუსი. საჭიროა, ამომრჩეველს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, იცოდეს, ვინ ვინ არის და რას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ასე არ ხდება. საბოლოო ჯამში, იგი ირჩევს მას, ვინც კარგი მოქეიფე ან  ე.წ. „ავტოორიტეტია“. ამომრჩეველს საშუალება უნდა მიეცეს, გაიცნოს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ყველა კანდიდატი, რომ საბოლოო ჯამში სწორი არჩევანი გააკეთოს“, - აღნიშნა შეხვედრაზე „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა მღვდელაძემ.

მღვდელაძე ერთადერთია ქუთაისელ კანდიდატთა შორის, ვინც გამარჯვების შემთხვევაში, მომავალ პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობიდან შეიძლება მოხვდეს. იგი 2010 წლის მოწვევის ქუთაისის საკრებულოს წევრია.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები