კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის შენობებს აშენებენ

18 სექტემბერი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით პოლიციის შენობებს აშენებს. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურამ საფარიძე ამაში კანონდარღვევას ვერ ხედავს. ადგილობრივ მოსახლეობას კი, ადგილობრივი თანხებით სხვა პრობლემების მოგვარება ურჩევნიათ.

„სოფელში წყალი ყველა ოჯახს არა აქვს. მოუგვარებელია გზის პრობლემაც. გაზი ჯერ კიდევ სანატრელია ჩვენთვის. პოლიციის შენობის ნაცვლად, ეს პრობლემები მოგვიგვარონ!“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც სოფელ ორთაბათუმის მკვიდრია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგანეტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.tenders.procurement.gov.ge/ 13 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა სოფელ ორთაბათუმში პოლიციის შენობის მშენებლობისათვის. მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა 230 000 ლარს შეადგენს. ტენდერი არ შედგა. თუმცა, ამ ტენდერს მოგვიანებით თავიდან გამოაცხადებენ.

2011 წლის 23 აგვისტოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა დაბა ხელვაჩაურში პოლიციის შენობის სამშენებლო სამუშაოების ტენდერისათვის, ბიუჯეტიდან 222 653 ლარი გამოყო. ტენდერში მონაწილეობა ხუთმა სამშენებლო კომპანიამ მიიღო და საბოლოოდ, კომპანია „სპეც ჰიდრო პროექტ“-მა სამუშაო 168 900 ლარად შეასრულა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გურამ საფარიძე აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან თანხები კანონიერად იხარჯება: „ჩვენ ბიუჯეტი არ გვიკრძალავს პოლიციის შენობის მშენებლობას. სხვა საჭიროებისთვისაც რაციონალურად განაწილებული გვაქვს ბიუჯეტი. ორთაბათუმის წყლის პრობლემის მოგვარებაზე ორი პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში, 200 000 ლარზე მეტი იხარჯება. გზაც ნელ-ნელა კეთდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან ორთაბათუმში საკმარისი თანხაა გამოყოფილი როგორც გაზიფიცირებაზე, ასევე ბეტონის საფარისათვის“.

Humanrights.ge-სთან საუბარში, საფარიძე ადასტურებს, რომ ხელვაჩაურში ყველაფერი იდეალურად არ არის და არც კანონის არღვევენ პოლიციის შენობების მშენებლობით.

აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე, ასლან ლორთქიფანიძე კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის შენობების მშენებლობას, არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნევს: „შარშან საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ შევიდა ცვლილება. ვფიქრობ, უსამართლო ცვლილებაა, რომლის ძალითაც, თვითმმართველ ერთეულებს საშუალება აქვთ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, თანხები გამოყონ ადგილობრივი ბიუჯეტიდან იმ სახელმწიფო სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ეს გადაწყვეტილება კანონის ფარგლებს არ ცდება, შინაგან სამინისტროს შენობის აშენებისათვის გაღებული ხარჯი შეიძლება ჩაითვალოს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯად“.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარის ტერიტორიაზე მდებარე პოლიციის შენობებისათვის, მხოლოდ 86 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

ახალი ამბები