კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ალიონის“ რედაქტორს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს

18 სექტემბერი, 2012

14 სექტემბერს, გაზეთ „ალიონის“ რედაქტორს, ნუგზარ ასათიანს  ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ამის შესახებ humanrights.ge-ს თავად „ალიონის“ რედაქტორმა განუცხადა.

„14 სექტემბერს, 19:38 საათზე ოზურგეთში, თაყაიშვილისა და ანტონ ნაკაშიძის ქუჩების კვეთაზე, ერთ–ერთი სავაჭრო ცენტრის, „მოდერნის“ მოპირდაპირე მხარეს, შევესწარი კონფლიქტს. როგორც ჟურნალისტი, დავინტერესდი საქმის ვითარებით. გაირკვა, რომ თაყაიშვილის ქუჩაზე მისულები იყვნენ კერძო საგადასახადო ინსპექტორები, რომლებსაც ინდ.მეწარმე მაკა ჭანიასთვის საჯარიმო სანქცია გამოეწერათ. გადავიღე ფოტოები, რასაც მოჰყვა კერძო ინსპექტორების მწვავე რეაქცია. ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ–მეთქი და ისიც ავუხსენი, რომ საჯარო სივრცეში გადაღების უფლება მქონდა. ამის მიუხედავად, მათ მაინც არ მომცეს უფლება, შემესრულებინა პროფესიული მოვალეობა. ერთ–ერთი გამეცნო ქუთაისელ ინსპექტორად, ვინმე მირიან ნოზაძედ, მეორემ კი უარი განაცხადა ვინაობის დასახელებისაგან. სწორედ ის მეორე დამემუქრა, შემდეგ გამოიწია და ფოტოაპარატის ხელიდან გაგდება მოინდომა. მიუხედავად იმისა, რომ ხელი შეუშალეს, მან კამერას ხელი მაინც დაარტყა და დააზიანა“, - გვიამბო ნუგზარ ასათიანმა.

ნუგზარ ასათიანი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელს, თამაზ ტრაპაიძეს დაუკავშირდა, რომლის დახმარებით, განცხადებით მიმართა ადგილობრივ პოლიციას საქმის აღძვრის თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის პრესსამსახურის განცხადებით, საშემოსავლო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამასთან დაკავშირებით, ასათიანი აცხადებს, რომ შესაძლოა, კერძო ინსპექტორები სულაც არ იყვნენ საშემოსავლო სამსახურის თანამშრომლები: „საქმე უკვე აღძრულია. პოლიციაში დამკითხეს კიდეც. ვაპირებ, ბოლომდე დავიცვა საკუთარი სიმართლე“.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები