12:49, Monday, 28.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ელისო ჯანაშიას მიმართ მომხდარი ფაქტის გამოძიებას ითხოვს

18.09.2012

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძებო ორგანოებს ელისო ჯანაშიას მიმართ მომხდარი ფაქტის გამოძებას სთხოვს. ამის შესახებ ქარტიამ განცხადება 17 სექტემბერს გაავრცელა.

საქმე ეხება 2012 წლის 13 სექტემბერს, ფოთის მშენებარე ტაძარში მომხდარ ფაქტს, როდესაც მასალის მომზადების მიზნით ტაძრის ეზოში მყოფ ჯანაშიას, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა და მასთან მყოფმა სხვა სასულიერო პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის დროს დაიმტვრა ჟურნალისტის ვიდეო კამერაც. ფაქტის ამსახველი ვიდეო Tspress.Ge-მ გაავრცელა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პატრიარქის მდივანმა. დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა განმარტა, რომ კადრებში არ ჩანს, მიაყენა თუ არა მიტროპოლიტმა ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა. ბოტკოველის თქმით, ჟურნალისტი ელისო ჯანაშია მიტროპოლიტს ხელს უშლიდა გადაადგილებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, არის საჯარო პირი და მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება თმენის ვალდებულება. თავის მხრივ კი, ჟურნალისტს უფლება აქვს მოიპოვოს და გაავრცელოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაცია.

„ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ძალადობა, რომელიც მიზნად ისახავს მისთვის ხელის შეშლას კომენტარის მოპოვების ან/და მოპოვებული მასალის გავრცელებისას, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, კერძოდ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და დასვას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

სასულიერო პირების ჟურნალისტ ელისო ჯანაშიასთან დაპირისპირების ფაქტს 17 სექტემბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრიც გამოეხმაურა. „გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია, პირის უფლებას მოიცავს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ჟურნალისტისთვის კი, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ფორმა  კითხვების დასმაა“, - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქვე აღნიშნულია: „მიგვაჩნია, რომ, მნიშვნელოვანია როგორც საერო, ისე სასულიერო პირები, თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას, ითვალისწინებდნენ და პატივს სცემდნენ ჟურნალისტის პროფესიას და  როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

Media.ge

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC