კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 10 თანამშრომელი

19 სექტემბერი, 2012

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 10 თანამშრომელია დაკავებული გლდანის მე–8 საპყრობილეში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ 19 სექტემბერს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.

მათ შორის არიან: გაგა მკურნალიძე – სასჯელაღსრულების უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით ხუჭუა – გლდანის მე–8 საპყრობილის დირეტორი და ვიქტორ ყაჭეიშვილი – გლდანის მე–8 საპყრობილის დირეტორის მოადგილე, ასევე ამავე საპყრობილის კიდევ ოთხი თანამშრომელი.

დანარჩენი სამი პიროვნება საპყრობილის ის თანამშრომლები არიან, რომელთა დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 სექტემბერს გაავრცელა, როდესაც მან საკანში ორი ბადრაგის მიერ პატიმრის ცემის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. შსს–მ განაცხადა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირების და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილის პატიმრისგან, თამაზ თამაზაშვილისაგან. ეს უკანასკნელი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირია.

მთავარი პროკურორის განცხადებიდან გამომდინარე, გამოძიება კვლავ ამ ვერსიას იზიარებს.

„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დადგინდა, რომ გლდანის მე–8 საპყრობილეში მოქმედებდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც არღვევდნენ პატიმართა უფლებებს. ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ და შსს–ს ვერსია გაიმეორა, რომ „ერთი ჯგუფი“, რომელშიც 18 სექტემბერს დაკავებული პირები შედიოდნენ, პატიმრებს ცემდნენ და ამას ფირზე იწერდნენ.

მან ასევე განაცხადა, რომ საპყრობილის სამი თანამშრომელი და ყოფილი ბადრაგი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ამჟამად ქართველი სამართალდამცავების მიერ იძებნება, „ვიდეოფირზე აღბეჭდავდნენ საკუთარ და სხვა პირთა დანაშაულებრივ ქმედებებს და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ აწვდიდნენ ამ ფირებს მესამე პირებს“.

ზოდელავამ განაცალკევა ეს ჯგუფი იმ შვიდი პირისგან, რომლებიც 19 სექტემბერს დააპატიმრეს და რომელთა სავარაუდო მონაწილეობა პატიმართა წამებაში მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“ სამშაბათს გვიან პატიმართა წამების და გაუპატიურების შემზარავი კადრები გაავრცელეს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ათივე თანამშრომელს ბრალად ედებათ  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვა დამნაშავე პირთა დასადგენად“, – განაცხადა ზოდელავამ.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები