კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე-9 არხს“ პატიმართა წამების ამსახველი კადრები გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა

19 სექტემბერი, 2012

Media.ge

შს სამინისტროს მიერ ძებნილი, გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე აღმოჩნდა ის პირი, ვინც ტელეკომპანია „მე-9 არხს“ საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი მძიმე კადრები მიაწოდა.

ტელეკომპანიამ  განაცხადა,რომ ბედუკაძე, რომელიც თავს აფარებს ევროპას, კადრები გადასცა გიორგი ფოფხაძეს - ტელეკომპანიის კორესპონდენტს ბრიუსელში. ფოფხაძემ ვიდეომასალა უკვე აჩვენა ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს.

ტელეკომპანიამ ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, როგორ აწამებენ და სასტიკად უსწორდებიან პატიმრებს, მათ შორის - კრიმინალურ ავტორიტეტებს, 18 სექტემბერს საღამოს  საინფორმაციო გადაცემაში გუშვა. ამასთან, მასალას დაურთო ვლადიმერ ბედუკაძის კომენტარი, რომელიც სკაიპის საშუალებით ჩაწერა.

„ძალიან მაღალი თანამდებობნის პირები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები  ახორციელებენ ზეწოლას, პატიმრების ცემა-წამებას. ეს არის გაუპატიურების მცდელობა, ჯგუფური ცემა“, - განაცხადა ბედუკაძემ.

მისი თქმით, წამების ამსახველ ფაქტებს  ის ფარულად იღებდა. გარდა ამისა, პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ვიდეოზე თავად მე-8 საპყრობილის თანამშრომლები აფიქსირებდნენ, რათა მერე სხვა პატიმრებზე ზეწოლისთვის გამოეყენებინათ.

ბედუკაძემ ასევე აღნიშნა, რომ საპყრობილის თანამშღომლებს მითითებებს უშუალოდ ბაჩო ახალაია აძლევდა (თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად შს მინისტრი).

მანამდე პატიმართა წამების ამსახველი სხვა კადრები ტელეკომპანია „მაესტრომ“ საღამოს ეთერში გაუშვა. გადაცემის წამყვანს, შალვა რამიშვილს, არ დაუსახელებია წყარო, ვინც ტელეკომპანიას ეს მასალა მიაწოდა.

უფრო ადრე პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ვიდეოფაქტები შს საქმეთა სამინისტრომ  განცხადებასთან ერთად გავრცელა. სამინისტრომ  განაცხადა რომ,  გლდანის მე-8 საპყრობილის თანამშრომლებს პატიმართა ცემას და ვიდეოზე გადაღებას მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ უკვეთავდნენ,  შსს-სა და სასჯელაღსრულების  სამინისტროების დისკრედიტაცის მიზნით. შსს-მ უკვე დააპატიმრა რამდეიმე თანამშრომელი.

ტელეკომპანიების მიერ ვიდემასალების გავრცელებას საზოგადოების საპროტესტო რეაქცია მოჰყვა. სექტემბერს ღამით, აქციები გაიმართა, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში.

ორიგინალი სრული სახით

ახალი ამბები