კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პატიმართა წამების ფაქტი მანიპულაციური მეთოდებით გააშუქა - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

19 სექტემბერი, 2012

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიაში პატიმართა წამების გაშუქების ფაქტს გამოეხმაურა. წერილში ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას „იმ მანიპულაციური მეთოდების გამო, რომლითაც ტელეკომპანიები „რუსთავი 2“, „იმედი“ და „რეალ ტვ“ აშუქებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს“.

„აღნიშნული ტელეკომპანიები  სრულიად დაუსაბუთებლად, გადაუმოწმებლად და ეთიკური სტანდარტების დარღვევით ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პატიმრების წამების დამკვეთი იყო თამაზ თამაზაშვილი. ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს არ დაუსვამთ მწვავე კრიტიკული შეკითხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის“, - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში. აქვე ქარტია აღნიშნავს, რომ „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ქმედება - „ამ მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი მოვლენები. ფაქტების იგნორირების ასეთი პოლიტიკა არ ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ზრდას“.

ქარტია მოუწოდებს როგორც ხელმომწერ, ასევე არაწევრ ჟურნალისტებს, სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი მოვლენების გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან ეთიკური სტანდარტები. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ფაქტების მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მნიშვნელოვნად მიაჩნია - ყველა ტელეკომპანიამ დაიცვას გავრცელებულ კადრებში ასახული პირების პირადი ცხოვრება და გამორიცხოს ამ პირთა იდენტიფიციკაცია.

ტელეკომპანია „მაესტრომ“ 18 აპრილს, საღამოს ეთერით (დაახლოებით 7 საათზე) გაავრცელა  გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა სასტიკი ცემის ამსახველი ვიდეოკადრები, რასაც მოგვიანებით სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, დავით ჭაკუას თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

გარდა ამისა, 2011 წლის მაისში ფარულად გადაღებულმა ვიდეორგოლმა, რომელიც შემდეგ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში გავიდა, სოციალურ ქსელეში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიდეოში პატიმრების გაუპატიურებაა ასახული.

Media.ge

ახალი ამბები