კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით აკობიას ადგილსამყოფელის დადგენას სახალხო დამცველიც ცდილობდა

19 სექტემბერი, 2012

მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია გლდანის N8 დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია, რომელმაც პატიმართა წამების შემზარავი კადრები გადაიღო. ამის შესახებ მედიასაშუალებებს დ.აკობიას ადვოკატმა სალომე აბულაძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მისთვის უცნობია დავით აკობიას ადგილსამყოფელი.

საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ დაადგინონ დავით აკობიას ადგილსამყოფელი. ინფორმაციის მიღებისთანავე სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გაავრცელებს შესაბამის განცხადებას.

მოგვიანებით, მთავარმა პროკურორატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია ამჟამად მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. დავით აკობია თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან უკვე მისცა ჩვენება და აწვდის გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას. სავარაუდოდ, დავით აკობია ისარგებლებს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Humanrights.ge

ახალი ამბები