კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Unicef მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა უსაფრთხოება

20 სექტემბერი, 2012

გაეროს ბავშვთა ფონდმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, განცხადება გაავრცელა. Unicef მოუწოდებს მთავრობას, დეტალურად გამოიძიოს თავისუფლებააღკვეთილ და დაკავებულ არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

„არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი“ (მუხლი 37), ბავშვის უფლებათა კონვენცია). ამავე უფლებებზეა გამახვილებული ყურადღება სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ  შეთანხმებებსა და კონვენციებში, რომლებიც ხელმოწერილია და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.

იუნისეფი მოუწოდებს მთავრობას დეტალურად გამოიძიოს თავისუფლებააღკვეთილ და დაკავებულ არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები. საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ყველა არასრულწლოვნის, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ძალადობის მსხვერპლთა ან  მოწმეთა, უსაფრთხოება. ხელისუფლების მიერ გარანტირებული უნდა იყოს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა.

იუნისეფმა  შეშფოთება გამოთქვა აგრეთვე, ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში  არასათანადო მოპყრობის შესახებ, რომელიც აღნიშნული იყო სახალხო დამცველის 2012 წლის 9 აგვისტოს განცხადებაში და სთხოვა მთავრობას  ადეკვატური და დროული რეაგირება.

სხვა საერთაშორისო დონორებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით იუნისეფი ეხმარება საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში და მზად არის გააგრძელოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ამ სფეროში ბავშვის უფლებათა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად“.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ორიგინალი

ახალი ამბები