კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები გლდანის და რუსთავის საპატიმროებში მსჯავრდებულებს შეხვდნენ

20 სექტემბერი, 2012

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატები 19 სექტემბერს რუსთავის მე-17 და გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რამდენიმე მსჯავრდებულს შეხვდნენ.

პროექტი ითვალისწინებს საზოგადოების სოციალურად დაუცველი ნაწილის (დევნილები, უმწეოები, პატიმრები და ა.შ.) სამართლებრივ დახმარებას, რაც მოიცავს: იურიდიულ კონსულტაციას, დოკუმენტირებას, წარმომადგენლობას სხვადასხვა უწყებებსა და სასამართლოში, მათ შორის - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

პროექტში ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორი ორგანიზაცია მონაწილეობს - ადამიანის უფლებათა ცენტრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოქალაქეებს სისხლის სამართლის საქმეებზე ეხმარება, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კი - სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.

პროექტის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა სახლს მიმართეს მსჯავრდებულებმა გლდანის და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებთან შეხვედრისას მათ თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს. ცენტრი თითოეული ამ პატიმრის საქმესთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები