კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასათანადო პირობები საარჩევნო უბნებზე

20 სექტემბერი, 2012

„მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში სრული მზადყოფნა გამოცხადდა. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და ყველა პირობაა იმისთვის, რომ არჩევნებს ყველა უბანი მომზადებული შეხვდეს. რაც შეეხება საუბნო კომისიების ტექნიკურად აღჭურვას, არჩევნებამდე ჯერ დრო გვაქვს და ვიმედოვნებთ, ეს პროცესი წარმატებით წარიმართება“, - ეს განცხადება ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ შეკრებაზე გააკეთა.

აღნიშნული განცხადებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არასათანადო სამუშაო პირობებზე  საუბრობენ.

„მართალია, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნებზე ამომორჩეველთა სიებიც გაიკრა, თუმცა, ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის.  საუბნო საარჩევნო კომისიებს ძალიან ცუდ პირობებში გვიწევს მუშაობა. სამწუხაროდ, კომისიის თავმჯდომარეები, რომელთა უმრავლესობაც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელია, ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. ისინი სულ სხვა პრობლემების მოგვარებით (როგორიცაა მეტი ამომრჩევლის გადაბირება, არჩევნებში გამარჯვება და ა. შ.) არიან დაინტერესებული“, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრი, რომელიც ვინაობის გამხელისგან რიგი გარემოებების გამო თავს იკავებს.

საუბნო-საარჩევნო კომისიები ქუთაისში, ძირითადად, სკოლამდელი და სამედიცინო დაწესებულებების, საჯარო სკოლების,   ასევე,  ყოფილი მუნიციპალიტეტების შენობებსა და საცხოვრებელ კორპუსებშია განთავსებული.

2012  წლის მოწვევის პარლამენტს ქუთაისში სულ 127 საარჩევნო უბანზე აირჩევენ. არჩევნებამდე 11 დღით ადრე კი, როგორც ირკვევა, საარჩევნო უბნებზე მთელი რიგი პრობლემებია მოსაგვარებელი.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები