კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: „ხელისუფლება პროვოკაციისთვის ემზადება და ამ მიზნით ახალაიებმა თბილისში 20-ზე მეტი ბინა შეიძინეს“

20 სექტემბერი, 2012

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, საზოგადოების ყურადღების სხვა რამეზე გადატანის მიზნით,  ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის ემზადება.

ამის შესახებ სუბარმა 20 სექტემბერს კოალიციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და განმარტა, რომ ამ მიზნით „ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ თბილისის სხვადასხვა უბანში 20-ზე მეტი ბინა იყიდეს, რომლებშიც იარაღია შეტანილი“.

„ეს ინფორმაცია ვახო კომახიძეს მიაწოდა ინფორმირებულმა წყარომ. წყაროს აქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ მზადდება ფართომასშტაბიანი პროვოკაცია. რა არის ბინების შეძენისა და მათში იარაღის შეზიდვის ზუსტი მიზანი, ცხადია, არ ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მზადდება ტელესერიალები იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებენ „სამშობლო მტრები“ ან რომელიმე ქვეყნის აგენტები საქართველოში არეულობებს. ხელისუფლება ამაზე აპირებს საზოგადოების ყურადღების გადატანას, რათა სცადოს ძალაუფლობის შენარჩუნება“, - განაცხადა სუბარმა.

აღნიშნულ კონტექსტში, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით სურს.

„ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზააა არჩევნები და არჩევნებში დამდგარი შედგეების შენარჩუნება - არ გავაყალბებინოთ“, - განმარტა სუბარმა.

ამასთან, მისივე თქმით, წყაროს ცნობით, არსებობს ხელისუფლების მიერ ფართომასშტაბიანი პროვოკაციისთვის მზადების დამადასტურებელი აუდიო და ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ აღნიშნულში უშუალოდ ძმები ახალაია და „მათი დანაშაულებრივი კლანის წევრები მონაწილეობენ“.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამადიდებელი შუშით დააკვირდნენ ხელისუფლების საქმიანობას ამ დღეებში, რომ გამოვრიცხოთ რაიმე ტიპის პროვოკაცია და მშვიდად მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნავს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები