კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბედუკაძე აცხადებს, რომ ხელჯოხით ერთ-ერთი გაუპატიურებისას, პატიმარი შემოაკვდათ

20 სექტემბერი, 2012

ბრიუსელიდან ჩართვისას „ობიექტივის“ ეთერში, ვლადიმერ ბედუკაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი წამებისას და გაუპატიურებისას, ახალაიას, ქარდავას და მუხაძეს ციხეში პატიმარი შემოაკვდათ. მან გარდაცვლილი პატიმრის გვარიც დაასახელა, რაზეც გადაცემის წამყვანმა პირდაპირ ეთერში ბოდიში მოიხადა.

ბედუკაძის განცხადებით, ციხეში წამების მსხვერპლი დაზვერვის ოფიცერი იყო და სამშობლოს ღალატის აღიარებას სთხოვდნენ.
 
„ძალიან მძიმე სათქმელია და განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია ეს მისი ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ მე ვადასტურებ, რომ ოფიცერი სწორედ წამების დროს შემოაკვდათ. ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას დავალებით, მას რეზინის ხელკეტით ალექსანდრე მუხაძე და ოლეგ ფაცაცია აუპატიურებდნენ. მზად ვარ, მათ ხელი დავადო და დავამტკიცო ის, რასაც ახლა ვამბობ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა ბაჩო ახალაიას სეიფში ინახება“, - განაცხადა ბედუკაძემ.
 
ვლადიმერ ბედუკაძე #8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელია. ის წამების ფაქტების ჩანაწერს აკეთებდა. ბედუკაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. ის, ამჟამად, ძებნილია და ბრიუსელში იმყოფება. იგი ბელგიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
 
TSpress.ge გარდაცვლილის გვარს შეგნებულად არ ასახელებს.

http://www.tspress.ge/

ახალი ამბები