კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ხდებოდა 21 სექტემბერს გლდანის ციხეში

24 სექტემბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის ინიციატივით, დღეს ჟურნალისტები, მათ შორის „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი გლდანის #8 სასჯელასღრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

საპყრობილის ეზოში შესულ გიორგი ტუღუშს და ჟურნალისტებს პატიმრები საკნების გისოსებზე ბრახუნით შეხვდნენ. ისინი მედიის წარმომადგენლებს შველას თხოვდნენ. ამასთან, პატიმრები ერთხმად კითხულობდნენ „მამაო ჩვენოს“. იყო შეძახილებიც - „ბიძინა, ბიძინა“.

გიორგი ტუღუშმა საპატიმროს ეზოში ხმამაღლა მიმართა პატიმრებს და განაცხადა, რომ პატიმრებს ხელს ვეღარავინ დააკარებს, მსჯავრდებულების მდგომარეობა გაუმჯობესდება და ამის გარანტი პირადად იქნება.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, გასაუბრებოდა რამდენიმე პატიმარს. რამდენიმე მსჯავრდებულმა აღნიშნა, რომ მათზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა. თუმცა, ბოლო სამი დღის განმავლობაში მდგომარეობა განიმუხტა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები შეწყდა.

ამასთან, ზოგიერთ საპატიმრო კორპუსში მყოფმა მსჯავრდებულებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში შეეზღუდათ რადიოს მოსმენის უფლება. თუმცა,  სხვა კორპუსებში განთავსებულმა პატიმრებმა აღნიშნეს, რომ ეს შეზღუდვა მათ არ შეხებიათ.

ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა. მისი თქმით, ხვალ #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებას საპატრულო პოლიცია დატოვებს. მისი თქმით, უნდა მოხდეს სისტემის სრული ცვლილება და ამიტომ სამსახურებიდან დათხოვილი იქნებიან არა მხოლოდ თანამდებობების პირები, არამედ რიგითი თანამშრომლები, რომელთაც პატიმართა უფლებების დარღევაში მიუძღვით წვლილი.

„მე გავესაუბრები თითოეულ პატიმარს, მოვიძიებ ინფორმაციებს და სამსახურიდან დავითხოვ ყველა რიგით თუ თანამდებობის პირს, ვინც შემჩნეულია პატიმართა წამებაში“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

მისი თქმით, საპყრობილიდან პოლიციის გასვლის შემდეგ დაწესდება განსაკუთრებული კონტროლი და პატიმრებს ხელს ვეღარავინ დააკარებს. ამასთან, როგორც მინისტრმა განაცხადა, ბოლო სამი დღის განმავლობაში საპყრობილეში სრული სიმშვიდე იყო და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმრებს სცემდნენ და შემდეგ რეანომობილით გაჰყავდათ ციხის ტერიტორიიდან, სიმართლეს არ შეესაბამება.

„რამდენიმე პატიმარი რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, საავადმყოფოში ჩემი ინიციატივით გადაიყვანეს, თუმცა აქ ცემის არანაირ ფაქტს არ ჰქონია ადგილი“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს, მისი თქმით, სტრუქტურა ჩამოსაყალიბებელია. მხოლოდ 21 სექტემბერს მინისტრმა 10 თანამშრომელი დაითხოვა.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, კადრების შერჩევა ეტაპობრივად მოხდება, ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს და სასჯელაღსრულების სამინისტროში ძველ თანამშრომლებს ჩაანაცვლებენ. „სასჯელაღსრულების სისტემაში კარცერები იმოქმედებს, თუმცა მხოლოდ დისციპლინისთვის, კანონის ფარგლებში. ყველაფერს ეტაპობრივად მიეხედება“, - უთხრა გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს.

ამავე დროს მიმდინარეობს მოკვლევა და პატიმართა ზეწოლაში შემჩნეული ყველა პირის მონაცემები, მათ შორის იმათი, ვინც წამებაზე გავრცელებულ ვიდეო-კადრებში არ ჩანს, პროკურატურას გადაეგზავნება.

ამასთან, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ მეტი საშუალება, რომ ჰქონდეთ ხშირი კონტაქტი პატიმრებთან და სამინისტროს დაეხმარონ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ახალი ამბები