კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახა ჟორჟოლიანს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

24 სექტემბერი, 2012
 
მესტიის საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ კახა ჟორჟოლიანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 40-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა მეუღლემ, უფლებადამცველმა ნინა ხატისკაცმა განუცხადა, სასამართლო პროცესი 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ისე დასრულდა, რომ მასზე მოსამართლე დავით კეკენაძეს არც მოწმეები დაუკითხავს და არც დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა განუხილავს.

ხატისკაცის განმარტებით, მის მეუღლეს საოლქო კომისიაში ცესკოს წარმომადგენლისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, გინება ედება ბრალად, თუმცა, აღნიშნულს ჟორჟოლიანი უარყოფს. „აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. მას ჩვენ ხვალ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, - აღნიშნა ხატისკაცმა.

სამართალდამცველებმა მესტიის საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა ჟორჟოლიანი 23 სექტემბერს დააკავეს. რაც შეეხება დაკავების მოტივს, ხატისკაცის თქმით, კახა ჟორჟოლიანი ამავე საოლქო კომისიაში ცესკოს წარმომადგენლის, გვარად სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე აიყვანეს, რომელთანაც მის მეუღლეს რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება მოუვიდა.

„კახა მესტიის საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. რამდენიმე დღის წინ მას შელაპარაკება მოუვიდა ცესკოს წარმომადგენელ სოფრომაძესთან იმის გამო, რომ მესტიაში 200-კაციანი სპეცუბანი მიამაგრეს მაშინ, როცა იქ სამხედრო ნაწილები ბაზირებული არასდროს ყოფილა. ეს იყო მცდელობა, რომ დამატებით 200 ხმა შეეტანათ მესტიაში სამხედრო უბნის სახით. სხვათა შორის, ცესკოს სამართლიანი გადაწყვეტილებით, ამ უბნის გაუქმება მოხერხდა. სწორედ ამ თემაზე მოხდა კახასა და სოფრომაძეს შორის შელაპარაკება. იქ იყო ცოტა ცხელი საუბარი, მაგრამ ფიზიკური შეხება და დაპირისპირება არ ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით სოფრომაძემ საჩივარი დაწერა, სადაც კახას სხდომის ჩატარების ხელშეშლაში ადანაშაულებს“, - განაცხადა ნინა ხატისკაცმა. 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები