კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დააკავეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი, სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი მამუკა ჯანანაშვილი

24 სექტემბერი, 2012
 
კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი და მობილური ჯგუფების უფროსი მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ჯანანაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. როგორც მისი მამა, პავლე ჯანანაშვილი აცხადებს, 23 სექტემბერს დილის 06:00, დაახლოებით თხუთმეტამდე პოლიციელი შეიჭრა მათ საცხოვრებელ სახლში და ჩხრეკა დაიწყეს. 

„მოვითხოვე ორდერი, თუმცა ჩვენთვის ჩხრეკის ორდერი არავის წარმოუდგენია და ერთ-ერთ უჯრიდან, სადაც მე და ჩემი მეუღლე პირად ნივთებს და თეთრეულს ვინახავთ, პოლიციელებმა კარაბინის და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები ამოიღეს“, - აცხადებს პავლე ჯანანაშვილი.

მისი თქმით, უჯრაში ვაზნები თავად პოლიციელებმა ჩადეს. ჯანანაშვილის ცნობით, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გააფრთხილეს ოჯახი, რომ მათ წინააღმდეგ გარკვეული პროვოკაცია იგეგმებოდა. 

მამუკა ჯანანაშვილი სამბისტია, მსოფლიო ჩემპიონია, ევროპის რამდენიმე გზის პრიზიორი. ის ასევე პოლიციის მაიორია, თუმცა იგი 3 წლის განმავლობაში აღარ მუშაობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში. მას ტაბელური იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

ამ დროისთვის დაკავებული ჯანანაშვილი კასპის პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი. მის ადვოკატს, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევა.

„ქართული ოცნების“ წევრები „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდნენ, რომ მამუკა ჯანანაშვილის დაკავების ერთადერთი მოტივი მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და აქტიურობაა. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ადამიანი გორშიც დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება , ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ წევრი ან მხარდამჭერია.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები