კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: აქტიური პირების საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება, შესაძლოა, მიზანმიმართულად ხდება

24 სექტემბერი, 2012

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებულ ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებს ეხმაურება და არ გამორიცხავს, მათ პოლიტიკური საფუძველი ჰქონდეს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ განხორციელებული დაკავებები მყარ და უტყუარ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

„მოკლე დროის პერიოდში რამდენიმე ადამიანის საეჭვო დაკავება წარმოშობს ვარაუდის საფუძველს, რომ მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკურად აქტიური პირების მიმდინარე საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება. საეჭვო დაკავების შემთხვევები მოიცავს შემდეგ ფაქტებს - 21 სექტემბერს თბილისში ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ჩადენისთვის დაკავებულია ოთხი პირი – დავით ფაცაცია, ზურაბ მესხია, შოთა ბაზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ფაცაციასა და მესხიას უკვე შეეფარდათ 40-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა; 22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტები დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი დააკავა. მათ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ცაგურია აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდების საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, მისი დაკავების ფაქტი დამატებით ეჭვებს წარმოშობს. ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება ცალსახად პოლიტიკურად იყო მოტივირებული“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მესტიის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ კახა ჟორჟოლიანის დაკავებაზეც საუბრობს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, იგი ცესკო-ს წარმომადგენლის, არჩილ სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე დააკავეს, რომელმაც ჟორჟოლიანს ბრალი კომისიის მუშაობის ხელშეშლაში დასდო.

„თუმცა, კომისიის სხდომის ოთხი წევრისა და ზოგიერთი თვითმხილველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩხუბისა და ხულიგნობის ფაქტი არ მომხდარა. მათი განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას და ხმამაღალ კამათს. ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციული დაკავების საფუძველი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობაა, რაც ითვალისწინებს სახდელს 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღის ვადით. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, მათ შორის, კომისიის კოლეგიური გადაწყვეტილების საფუძველზე ხელშემშლელი ან წესრიგის დამრღვევი პირის სხდომიდან გაძევებას. შესაბამისად, მიუღებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენება, როდესაც შემთხვევა დარეგულირებულია იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი და სპეციალური კანონით, როგორიცაა ორგანული კანონი – საარჩევნო კოდექსი“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები