კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნოდ დარიგებული „ვანოს ტრაქტორები“ რუსთაველმა კალიებმა აითვისეს

25 სექტემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთაველების ყურადღებას რამდენიმე დღეა, ქალაქის შესასვლელთან მდგარი ტრაქტორები იქცევენ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას ეტყობა, რომ ახალია. მკვეთრი ლურჯი, მწვანე და სტაფილოსფერი კომბაინები და ტრაქტორები დიდი სათამაშოების შთაბეჭდილებას ტოვებს.

მაშინ, როდესაც რუსთაველები ამ სიახლეს შორიდან უყურებდნენ, რეგიონის სხვადასხვა სოფლებში, სადაც კარგა ხანია, ეს ტექნიკა სჭირდებათ, მიწას კვლავ ძველი ტრაქტორებით, ცხენით, ან ვირზე მიბმული გუთნით ამუშავებენ.

ახალ სასოფლო-სამეურნეოს დანიშნულების ტექნიკას 17 სექტემბერს დაადგა საშველი. რუსთავს ვანო მერბიშვილი ესტუმრა და აღნიშნული ტრაქტორები, კომბაინების და სხვა სამეურნეო დანიშნულების მანქანები საზეიმოდ ახალგაზრდა მექანიზატორებს გადასცა. თავად მექნიზატორები კი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 12 ფერმერთა მომსახურების ცენტრებს წარმოადგენდნენ.

პრემიერის მიერ მედიისთვის მიცემული კომენტარების თანახმად, აღნიშნული ტექნიკა დაუყოვნებლივ უნდა წასულიყო  რაიონებში. ახალგაზრდა მექანიზატორებს კი ახალი ტექნიკისთვის უნდა მიეხედათ და ჩართულიყვნენ  სოფლის მეურნეობის სამსახურში.

თუმცა, ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ დარიგებულმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკამ ცოტა დროში დაიგვიანა. ახლა, რაიონების თითქმის ყველა სოფელში რიგი სამეურნეო  კულტურებისთვის ნიადაგი უკვე მომზადებული, დათესილი და ზოგი კულტურებიდან მოსავალი აღებულია. ასევე, მოთიბულია სათიბებიც. მერაბიშვილის სტუმრობისას მედიის გადაღებულ ვიდეომასალაში  ისმის პრემიერის კითხვა. „ეს სათიბი ახლა დასჭირდებათ?“ - კითხულობს მერაბიშვილი. პასუხობენ, რომ - არა. ასეთივე ბედი ელის ტრაქტორების დიდ ნაწილსაც, რადგან რაიონებში მიწის დამუშავების აქტიური პერიოდი უკვე გასულია.

„მე ვერ გეტყვით რაიონები როდის წაიყვანენ მათ ტრაქტორებს. ჩვენ მათი აქ მოყვანა გვევალებოდა მხოლოდ. დაახლიებით 300 ტრაქტორი და 25 კომბაინია“, - გვიხსნიან რუსთავში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გარშემო მოფუსფუსე  შპს  GT group-ის წარმომადგენლები.

ჩვენ უკვე „ვანოს ტრატორების“ სახელად ცნობილი ტექნიკის სანახვად პრემიერის სტუმრობის მეორე დღეს მივდივართ. ვხედავთ, რომ ტექნიკა ჯერ არსად წაუყვანითა. ტრაქტორები წარწერებით: ახალციხე, ახაქალაქი, ზესტაფონი, აბაშა, გაჩიანი - კვლავ რუსთავის შემოსასვლელთან დგას.

„ვანოს ტრატორების“ გამოყენებას რაიონის გლეხები ჯერ ვერ ახერხებენ. თუმცა, ტელევიზიებით უკვე ნახეს, რომ მათთვის მთავრობამ ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა შეიძინა. სანამ სოფლებში ამ სეზონში დასათეს კულტურებს ისევ ძველი ტრატორებით, ან ვირზე შებმული გუთნით ამუშავებენ „ვანოს ტრაქტორებს“  რუსთაველი კალიები ითვისებენ. ტექნიკის სალონებში კალიები უკვე კარგად გაშინაურდნენ. 

ახალი ამბები