კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქის პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატთან დაკავშირებით

25 სექტემბერი, 2012

მოქალაქე თინა მიქელაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რობერტ ჩხაიძის საარჩევნო პლაკატის შეცვლას ითხოვს. აღნიშნულ პლაკატზე თინა მიქელაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ჩხაიძესა და სამ მოქალაქესთან ერთად ჩანს. თინა მიქელაძეს პლაკატის შეცვლის მოთხოვნა პატიმრების წამების ფაქტების ტელევიზიით გაშუქების შემდეგ გაუჩნდა.

„ტელევიზიით გაშუქებული პატიმრების წამების ამაზრენი კადრების შემდეგ, როგორც ქართველი, სამი შვილის დედა, აღარ მსურს „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატზე ვიყო. ფოტოზე ჩემი ყოფნა არის ჩემი ოჯახის, ჩემი გვარის შეურაცხყოფა“, - აცხადებს თინა მიქელაძე. 

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი და  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ სააგიტაციო მასალა არ შეიცვლება: „ეს ქალბატონი იყო შეხვედრაზე მოსული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან. ბუნებრივია, ის შეიძლებოდა მომხვდარიყო ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ კადრში და სამართლებრივად სრული უფლება გვქონდა, ნებისმიერი ფოტო გამოგვეყენებინა პლაკატისთვის. სამართლებრივად ჩვენ არ ვართ დანაშავენი და მიუხედავად მოთხოვნისა, არ ვაპირებთ პლაკატის შეცვლას“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები