კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრის ხმის ფასი - არჩევნები, პატიმართა წამების ახალი მიზეზი

26 სექტემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

მედიაში პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ, უფრო თვალნათელი გახდა პენიტენციალურ სისტემში არსებული განუკითხაობა. ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ყოველდღიურ ტერორში მყოფ მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ მსჯავრდებულებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ აპირებს ეს ხმები წყალს და ქარს გაატანოს.

Humanrights.ge  შეეცადა გამოეკვლია, ვისგან წამოვიდა პირველად  პატიმართა არჩვენებში ჩართვის ინიციატივა.  აღმოჩნდა, რომ მსგავი რეკომენდაცია  2011 წელს საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიამ მისცა. კომისიის მდივანი თომას მარკერტი მაშინ ოპოზიციას არწმუნებდა, რომ პატიმრებისთვის ამ უფლების მინიჭება აუცილებელი იყო. მართალია,  ვენეციის  კომისია ამ განცხადებასთან ერთად იმაზეც  წერდა, რომ არჩევნები ციხეში ღიად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, მაგრამ ის, რომ რეკომენდაცია აბსოლუტურად ვერ პასუხობს საქართველოში არსებულ რეალობას, ფაქტია.

ცხადია, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია მთავრობამ დიდი ხალისით მიიღო. შესაბამისად,  პატიმრები რომლებიც უკვე დასაბუთებულად  ვიცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში წამებას განიცდიდნენ, 1 ოქტომბერს საარჩევნო პროცესში ჩაერთვებიან.

საარჩევნო უბნები, ძირითადად, ციხის ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყობა - ალბათ, სულ რაღაც 10 მეტრის მოშორებით იმ შენობიდან, სადაც პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ სიტყვის წარსულ დროში ხსენება, შეიძლება, ჩვენი მხრიდან არაობიექტურობა იყოს, რადგან ციხეებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების  მიუხედავად, კვლავ გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია, რომ პატიმართა ცემა კვლავ გრძელდება.

„რუსთავში პატიმრებისთვის 2 უბანი გაიხსნება. ერთი მთის ძირისკენ, სადაც მე-6 საპყრობილეა და მეორე  მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, - გვიხსნიან რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

შესაბამისად,  ერთი უბანი იხსენება მე-6 საპყრობილესთან,  რომლის გისოსებიდან ყოველდღე პატიმართა შეძახილები ისმის.

პატიმრები საპყრობილესთან შეკრებილებს კონკრეტული პატიმრის გვარს უსახელებენ, ვისაც სასტიკად სცემეს. ამ  ციხის ერთ-ერთი პატიმრის გოდერძი კიკნაძის ცემის ფაქტი, უკვე უფლებათადამცველების მხრიდანაც არის დაფიქსირებული. მე-6 საპყრობილის კართან უკვე მთელი კვირაა, პატიმრის  დედა შიმშილობს და ითხოვს, არ მოუკლან შვილი.

იმის გასარკვევად, ექნებათ თუ არა დამკვირვებლებს  ციხის უბნებზე მუშაობის საშუალება, ცესკოს დავუკავშირდით. ცესკოს პრესსამსახური და ასევე, ცხელი ხაზის ოპერატორი გვიხსნის, რომ ნებისმიერი ციხის უბანზე დაკვირვების საშუალება გვექნება.

პატიმრები კი ციხეებში გაჩენილ ახალ ტენდენციაზე საუბრობენ. მათი თქმით, ციხის ადმინისტრაცია მათ ახლა არა ქურდების, არამედ ბიძინა ივანიშვილის შეგინებას აიძულებს.  გლდანის მე-8 საპყრობილეში შესულ ჩვენ კოლეგებს პატიმარი უყვება, რომ არჩევნებზე ხუთიანის არშემოხაზვის შემთხვევაში, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში არჩევნებზე მონაწილეობის უფლება 3000-3500 პატიმარს აქვს.

ახალი ამბები