კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აქციის მონაწილეები ქუთაისის ციხეში შესვლას ითხოვენ

26 სექტემბერი, 2012

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საზოგადოებირვი მოძრაობა „შეაჩერე აქტი“  10-დღიანი აქციების ფარგლებში ქუთაისში, სახელმწიფო უწყებების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებებს აგრძელებს.

24 სექტემბერს აქციის მონაწილეები ქუთაისის #2 საპყრობილეში შესვლის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ #2 საპყრობილეში პატიმრები ვძიმე ვითარებაში იმყოფებიან და ციხის თანამშრომელთა გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მე-4 დღეა შიმშილობენ.

„ჩვენ ციხეში შესვლის მოთხოვნით სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისს მივმართავთ და მოვითხოვთ, მოგვეცეს საშუალება საკუთარი თვალით ვიხილოთ იქ არსებული მდგომარეობა. მხოლოდ ამის შემდეგ დავიჯერებთ, რომ პატიმრებს რაიმენაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
 
humanrights.ge სახალხო დამცველის ქუთაისის წარმომადგენლობას დაუკავშირდა. სახალხო დამცველის რწმუნებული იმერეთშში მადონა ბასილაძე აცხადებს, რომ მსგავსი მოთხოვნით მისთვის ჯერ არავის მიუმართავს. 

„ჩვენ გუშინ მთელი დღე ქუთაისის #2 საპყრობილეში გავატარეთ. საფუძვლიანად ვიკვლევთ იქ არსებულ მდგომარეობას. ვადასტურებ ფაქტს, რომ რამდენიმე პატიმარი იქ მართლაც შიმშილობს. ისინი ციხის თანამშრომელთა გათავისუფლებას ითხოვენ“, - აცხადებს სახალხო დამცველის რწმუნებული. მისივე განმარტებით, იმ პირთაგან, რომელთა გათავისუფლებას პატიმრები ითხოვენ, რამდენიმემ უკვე დატოვა სამსახური.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ახალი ამბები