კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საინფორმაციო ცენტრების ქსელის განცხადება ცესკოს გადაწყვეტილების თაობაზე

26 სექტემბერი, 2012

საინფორმაციო ცენტრების ქსელი, რომელიც კახეთის (http://www.ick.ge/) და მცხეთა – მთიანეთის (http://www.icmm.ge/) საინფორმაციო ცენტრებს აერთიანებს, მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ მიიღოს დადგენილება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზღუდება არჩევნების გამჭვირვალობის პროცესი, ჟურნალისტები ვეღარ შევძლებთ კენჭისყრის შენობებში დარღვევების გადაღებას.

მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, სასწრაფო ზომები მიიღონ, რათა ცესკომ არ მიიღოს აღნიშნული დადგენილება, რომელიც ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს და აზრს უკარგავს კენჭისყრის დღეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების მუშაობას.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები