კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინგა გრიგოლია: „ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას“

26 სექტემბერი, 2012

„გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ქრისტიან-დემოკრატები გააკეთებენ განმარტებას, რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას“, – აცხადებს ინგა გრიგოლია.

24 სექტემბერს, ცესკო–ს მიერ მიღებული დადგენილებით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. ცესკო–ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება (შიგნით) რაც შეეხება გადაღების პერიოდს, ის დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. ზურაბ ხარატიშვილის განმარტებით, საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობის დროს გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა კამერებისთვის სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. „ქრისტიან – დემოკრატებმა“ ამ დადგენილების მიღებას მხარი დაუჭირეს.

დადგენილების მიღებამდე ინგა გრიგოლია „ფეისბუქში“ წერდა: „მარიამს გეფიცებით, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ ჩემები (რაშიც ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ არ დაუჭერენ), აღმოჩნდებიან ლეღვის ფოთლები – მე სხვა გადაწყვეტილებას მივიღებ“.

ინგა გრიგოლია „ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობიდან“ კენჭს თბილისში, გლდანის საარჩევნო ოლქში იყრიდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები