კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს მასალაში კრიმინალად მოხსენიებული ლევან რევიშვილი "ნაციონალების" შეკრებებზე დადიოდა

27 სექტემბერი, 2012

შსს-ს აუდიოჩანაწერში კრიმინალურ ავტორიტეტად მოხსენიებული ლევან რევიშვილის მეზობლები ამ ინფორმაციით გაკვირვებულები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვარკეთილში მცხოვრები ლევან რევიშვილის მეზობლებმა განუცხადეს, მისი კრიმინალობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იციან, რომ რევიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებებზე დადიოდა.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, რევიშვილი ხშირად ჩანს ტელეკადრებში გიგი უგულავასთან და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებთან ერთად მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს.

„მისი კრიმინალობა არავის სმენია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე მასწავლებელია“, - აცხადებენ მეზობლები.

ამასთან, ერთ-ერთი მეზობლის ეჭვობს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულ მასალებში ლევან რევიშვილის ფოტო და ხმა, ნამდვილად რევიშვილს ეკუთვნოდეს.

26 სექტემბერს „ინტერპრესნიუსი“ ლევან რევიშვილის ოჯახის წევრებთან გასაუბრებას შეეცადა, თუმცა სახლის კარუ არავინ გააღო. ამასთან, მეზობლების თქმით, სახლთან რევიშვილის კუთვნილი „გოლფის“ ტიპის მანქანა იდგა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები