კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ორ პერიოდულ ანგარიშს წარმოადგენს

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ორ პერიოდულ ანგარიშს წარმოადგენს

ხვალ, 28 სექტემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ორი პერიოდული ანგარიშის შედეგებს გამოაქვეყნებს.

ანგარიშების პრეზენტაციაზე, ჟურნალისტების გარდა, მოწვეულნი არიან ამ თემით დაინტერესებული ორგანიზაციები.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს. მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES). პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.

მედიამონიტორინგის მიზანია, გამოავლინოს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციები და შეიმუშაოს რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. კვლევა მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კომპონენტებს.

ამჯერად, ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს პერიოდულ ანგარიშებს, რომელიც მოიცავს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგებს 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ამ პრეს-რელიზის გავრცელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.