კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მედიამონიტორინგის ორი პერიოდული ანგარიში წარმოადგინა

28 სექტემბერი, 2012

28 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა და საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ორი პერიოდული ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა.

ანგარიშების პრეზენტაციაზე, ჟურნალისტების გარდა, მოწვეულნი იყვნენ ამ თემით დაინტერესებული ორგანიზაციები. პრესკონფერენციას დაესწრნენ საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლები, რომლებმაც ანგარიშთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს. მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES). პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.

მედიამონიტორინგის მიზანია, გამოავლინოს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციები და შეიმუშაოს რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. კვლევა მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კომპონენტებს.

ამჯერად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა პერიოდული ანგარიშები, რომელიც მოიცავს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის შედეგებს 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.

აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები დაბალანსებულად გაშუქდა, რასაც ვერ ვიტყვით „რუსთავი 2“-ზე, „იმედზე“, „კავკასიასა“ და „მაესტროზე“, სადაც ეთერში ბევრად უფრო მეტ ადგილს იკავებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური რეკლამები. რაც შეეხება „მე-9 არხს“, აქ „ქართული ოცნების“ რეკლამები უფრო მეტად არის წარმოდგენილი. ამავე დროს, ნაციონალური მოძრაობა იყენებს „საქართველო არ იყიდებას“ მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დამზადებულ ვიდეორგოლებს, სადაც უარყოფითი ტონით არის წარმოჩენილი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა - საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“. შედეგად ოთხ ტელეარხზე ვიღებთ აგრესიულ პიარ-კამპანიას ოპოზიციური კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ანგარიშები სრული სახით იხ. ლინკებზე:

საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი 27 აგვისტო - 2 სექტემბრის შედეგები

საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი 3 სექტემბერი - 9 სექტემბრის შედეგები

ადამიანის უფლებათა ცენტრი

 

ამ ანგარიშის გავრცელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის მეშვეობით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები