კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰილარი კლინტონს, კეტრინ ეშტონს, რიჩარდ ნორლანს, ფილიპ დიმიტროვს - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა

21 სექტემბერი, 2012

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, 
მის აღმატებულებას, ქალბატონ ჰილარი კლინტონს;

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგნელს, 
მის აღმატებულებას, ქალბატონ  კეტრინ ეშტონს;

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და  სრულუფლებიან ელჩს საქართველოში,
მის აღმატებულებას, ბატონ რიჩარდ ნორლანს;

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს,
 მის აღმატებულებას, ბატონ ფილიპ დიმიტროვს.

ბოლო დღეებში საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ვიდეო-კადრები, რომლებიც ადასტურებს საქართველოს საპატიმროებში პატიმართა მიმართ სასტიკი, დამამცირებელი და ადამიანის ღირსების შემლახველი მეთოდების მასობრივ გამოყენებას. სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროსტრუქტურები, სახალხო დამცველი, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციები წლების განმავლობაში კონკრეტული ფაქტებისა და უმძიმეს დანაშაულებებში ეჭვმიტანილი ადმინისტრაციის თანამშრომელთა გვარების მითითებით ცდილობდნენ, მიეპყროთ  ხელისუფლების ყურადღება საპატიმროებში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა და სამართალდამცავი სტრუქტურები არანაირ რეაგირებას არ ახდენდნენ პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ფაქტებზე. სამწუხაროდ, აღნიშნული შემაძრწუნებელი ფაქტების გასაჯაროების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, მთავარი პროკურორი და შსს-ს ოფიციალური წარმომადგენლები საკუთარ  გამოსვლებში ეცადნენ, პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინათ და აღნიშნული მოვლენების ორგანიზებაში ოპოზიცია დაედანაშაულებინათ. მხოლოდ საზოგადოების უკიდურესმა აღშფოთებამ და ფართო პროტესტმა აიძულა სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, გადამდგარიყო, ხოლო მთლიანად ხელისუფლებას განცხადებების ტონი შეეცვალა და სიტყვიერად ეღიარებინათ საკუთარი შეცდომები. ამასთან, სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც წლების განმავლობაში  მალავდნენ  პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობისა და წამების ფაქტებს, კვლავ თანამდებობაზე დარჩნენ. სწორედ მათ დაევალათ სასჯელაღსრულებით სისტემაში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება.

ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვთვლით, რომ პატიმართა წამების არაადამიანური და დანაშაულებრივი სისტემის შექმნამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.  შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკური პასუხისმეგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომლის ქმედებებიდან  გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ  გამოძიება ეცდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს კონკრეტულად მხოლოდ ამ ვიდეო მასალებში დაფიქსირებულ დანაშაულის უშუალო შემსრულებლებს.  ქვეყნის ღირსების საქმედ მიგვაჩნია, რომ, არა მხოლოდ თანამდებობების დატოვებით, არამედ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს  ყველა პირი, განურჩევლად მათი  რანგისა, ვინც ხელი შეუწყო პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის სისტემის ჩამოყალიბებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ადეკვატური შეფასება მისცენ საქართველოში შექმნილ ვითარებას. მოგმართავთ წინადადებით, რომ გამოიყენოთ თქვენს ქვეყნებში არსებული პრაქტიკა (მაგ: ე. წ.  ”მაგნიტსკის საქმე” ) და როგორც მინიმუმ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრებს, აგრეთვე, მთავარ პროკურორს, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ეჭვმიტანილ პირებს, აეკრძალოთ თქვენს ქვეყნებში შესვლა მანამ, სანამ სრულფასოვნად და ობიექტურად არ იქნება გამოძიებული პენიტენციალურ სისტემაში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებები.

1. ირაკლი მელაშვილი-კოალიცია ”არჩევნის თავისუფლებისათვის” წევრი;

2. ლაშა ტუღუში - გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორი;

3. ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი;

4. რევაზ საყევარიშვილი -ჟურნალისტი;

5. უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებების ცენტრი; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი;

6. დავით ლოსაბერიძე - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი;

7. დავით ნარმანია- კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი;

8. ია მამალაძე - საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი;

9. მაგდა პოპიაშვილი - საქართველოს მედია კლუბი; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი;

10. მურმან პატარაია - ახალგაზრდული ცენტრი ”საქართველო”; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი;

11. კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი;

12. თეონა აქუბარდია -საქართველოს  მედია მონიტორინგის ცენტრი; კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი;

13. კახი კახიშვილი -საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი;

14. თეა სიჭინავა - ჟურნალისტი, ტელეკომპანია ”მაესტრო”

15. თამარ კორძაია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი;

16. ირინა ფუტკარაძე - არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია;

17. „საზოგადოებრივი დამცველი“;

18. ნაზი ჯანეზაშვილი - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი”;
 
19. ასლან ჭანიძე - თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი;
 
20. გიორგი სიხარულიძე - გაზეთი ”გურია ნიუსი”;

21. თამარ ლეფსვერიძე- ჟურნალისტი;
 
22. ზაალ მამალაძე - ორგანიზაცია „თემი და თვითმმართველობა“;

23. ნატო გოგელია - გაზეთი „21-ს ქვევით“;

24. გოგი ახალკაცი - ჟურნალისტი;

25. გაზეთი ”რუსთავის ამბები”;

26. გაზეთი ”ლანჩხუთი პლიუსი”

27. მამუკა ყუფარაძე-”სტუდია რე”

28. პაატა გაჩეჩილაძე, კავშირი “21-ე საუკუნე“

29. ეკა ბერიძე - ჟურნალისტი;

30. თამარ ჩიქოვანი - ჟურნალისტი;

31. მადონა ხარებავა - ასოციაცია „დეა“

32. ზაზა ხუციშვილი - მომღერალი; ჟურნალისტი;

33. ალეკო ელისაშვილი - ჟურნალისტი;

34. მანანა ქოჩლაძე -”მწვანე ალტერნატივა”

35. თეონა გეგელია - ჟურნალისტი;

ახალი ამბები