კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ბოლო დროს დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების თაობაზე

24 სექტემბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უფლებადამცველების დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადოშვილის, აგრეთვე - პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ დაკავებებს.

მიგვაჩნია, რომ უფლებადამცველებისა და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეპრესიები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ადგილი აქვს აშკარა პოლიტიკურ კრიზისს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

ნაცვლად იმისა, რომ შექმნილი ჩიხური პოლიტიკური მდგომარეობიდან ხელისუფლებამ საზოგადოებას სამართლებრივად მისაღები გამოსავალი შესთავაზოს, რაც აუცილებლად გულისხმობს 1 ოქტომბრის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, იგი კიდევ უფრო მეტად ძაბავს ისედაც მძიმე პოლიტიკურ ფონს.

მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის ბოლოდროინდელ ფაქტებს, ჩვენ განვიხილავთ ხელისუფლების იმ პოლიტიკის გაგრძელებად, რამაც გამოიწვია პენიტენციალურ დაწესებულებებში შექმნილი მძიმე და აუტანელი მდგომარეობა. ბოლოდროინდელი გახშირებული ძალადობის შემთხვევები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს იმ შოკისმომგვრელი ვიდეოკადრების მნიშვნელობას და არ აპირებს ქვეყანაში არსებული უკანონობის გამოსწორებას.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრი აღნიშნავს, რომ თუკი აქამდე წინასაარჩევნო პროცესები უსამართლობის ზღვარზე მიმდინარეობდა, ამ ბოლო შემთხვევების შემდეგ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ მან მიიღოს შეუქცევადი უსამართლო ფორმა და არჩევნების ჩატარებამ საერთოდ დაკარგოს აზრი.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გვიბიძგებს ეჭვი შევიტანოთ ხელისუფლების სურვილში, არჩევნები ჩაატაროს დანიშნულ დროზე, მშვიდობიან და სამართლიან გარემოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს დაკავებული პირები და საარჩევნო პროცესი დააბრუნოს სამართლებრივ ჩარჩოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, როგორც არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მივმართავთ პროტესტის კანონით დაშვებულ ყველა ფორმას, ასევე დეტალურ ინფორმაციას და შესაბამის საჩივრებს მივაწოდებთ როგორც უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
24.09.12.

ახალი ამბები