კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნილი კანდიდატურები

28 სექტემბერი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩოხატაურსა და ოზურგეთში თანამდებობები დატოვეს წვევამდელთა სამსახურის უფროსმა და გურიანთას რწმუნებულის თანაშემწემ. მართალია, ლანჩხუთში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ სამაგიეროდ აქ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს პარტია „თავისუფალი საქართველოსათვის“ კანდიდატმა მინდია კეჭეხმაძემ და „ქართული დასის“ სახელით დარეგისტრირებულმა კანდიდატმა, პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე მახათაძემ.

„მე მივიღე ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც ის ამაზრზენი კადრები ვნახე. ვხსნი ჩემს კანდიდატურას თემურ ჩხაიძის სასარგებლოდ, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატია ლანჩხუთში და მოვწოდებ ყველა ჩემს მხარდამჭერს, მხარი დაუჭიროს თემურ ჩხაიძეს“, - განაცხადა მინდია კეჭეხმაძემ ლანჩხუთში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე.

ამ საკითხს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა ალექსანდრე მახათაძემ: „პარტია „განახლებული საქართველოსათვის“ ჯონდი ბაღათურიას „ქართულ დასთან“ გაერთიანდა და არჩევნებში თავისი კანდიდატურები სწორედ ამ პარტიის სახელით წარმოადგინა. ლანჩხუთში კანდიდატი მე გახლდით. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ „ქართულმა დასმა“ გადაწყვიტა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეხსნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურები და მხოლოდ ბატონ ჯონდის დაეტოვებინა თავისი კანდიდატურა. მე ვუერთდები ამ ნაბიჯს და ჩემს კანდიდატურას ვხსნი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თემურ ჩხაიძის სასარგებლოდ“.

მახათაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის მთელი თავისი გუნდით დგას „ქართული ოცნების“ გვერდით.

„ახალი მემარჯვენეების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა დავით წულაძემ კი პროტესტის ნიშნად პარტია დატოვა და ისიც კოალიციას შეუერთდა.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები