კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენებს ფოტო გადაუღო

1 ოქტომბერი, 2012

მცხეთის 27-ე საარჩევნო ოლქში, მე-5 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა თემურ მარტოლიკმა თავის საარჩევნო ბიულეტენებს ფოტო გადაუღო. ფოტოკამერის ჩხაკუნის ხმის გაგონებისთანავე დამკვირვებლებმა, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა და კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყიფშიძემ ეს ფაქტი დააფიქსირეს.

ამის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიამ თემურ მარტოლიკის ბიულეტენები გააბათილა და აღმოჩნდა, რომ მას ორივე ბიულეტენში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი - ხუთიანები ჰქონდა შემოხაზული.

დამკვირვებელთა შეკითხვაზე, თუ რატომ გადაუღო ფოტო თავის ბიულეტენს, ამომრჩეველმა თემურ მარტოლიკმა გაიცინა და თქვა, რომ უნდოდა, თავისი არჩევანი ისტორიისთვის შემოენახა.

ამ შემთხვევის შემდეგ საუბნო კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ყიფშიძემ უბანზე მყოფ ამომრჩევლებს ხმამაღლა მოუწოდა, კაბინაში არ გადაეღოთ ფოტო ბიულეტენებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ხმა გაბათილდებოდა.

არჩევნებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები თავიანთ მხარდამჭერ ამომრჩევლებს, განსაკუთრებით - საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მოქალაქეებს, ავალებდნენ კაბინაში არჩევანის გაკეთების შემდეგ, ფოტო გადაეღოთ ბიულეტენებისთვის და მიეტანათ მათთვის, რათა ამ გზით დაედასტურებინათ, რომ ხმა ნამდვილად ნაციონალურ მოძრაობას მისცეს.

ლევან სეფისკვერაძე, მცხეთა-მთიანეთი

ახალი ამბები