კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება - ჯეროვნად შესრულდეს სასჯელასღრულების ახალი მინისტრის ბრძანება!

27 სექტემბერი, 2012

20 სექტემბერს გლდანის #8 სასჯელაღსრულებით დაწესებულების წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ახალმა მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ მისი ბრძანებით ყველა ის ავადმყოფი მსჯავრდებული, რომლის მკურნალობაც სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ფარგლებში შეუძლებელია, უნდა გადაეყვანათ შესაბამის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოებში მკურნალობის მიზნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს შემდეგ მსჯავრდებულებს: ჯაბა ზარქუას, ბააკა კოპალიანს, ზურაბ ჯიჯიშვილს და მამუკა ხაჯიშვილს. ეს მსჯავრდებულები მძიმედ არიან დაავადებულნი და საჭიროებენ დროულ და ეფექტურ მკურნალობას, რაც სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ფარგლებში მართლაც შეუძლებელია.

მინისტრის ბრძანების შემდეგ, აღნიშნული მსჯავრდებულები გადაიყვანეს სამოქალაქო ტიპის საავადმყოფო „ნიუ ჰოსპიტალში“, ოღონდ - მხოლოდ და მხოლოდ გამოკვლევების მიზნით. არადა, ეს მსჯავრდებულები მანამდეც უამრავჯერ არიან გამოკვლეულნი გლდანის #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

„ნიუ ჰოსპიტალში“ გამოკვლევების შემდეგ პატიმრები მაშინვე უკან დააბრუნეს, ისე, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში მათ არანაირი მკურნალობა არ ჩატარებიათ.

ჯაბა ზარქუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მთავარი ექიმი თავად წერს, რომ მისი მკურნალობა ციხის პირობებში შეუძლებელია. ჯაბა ზარქუა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს იმ მიზეზით, რომ მას გამოკვლევების გარდა სჭირდებოდა მედ-პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობა, რაც „ნიუ-ჰოსპიტალში“ ვერ განხორციელდა - უყურადღებოდ მიტოვებული პატიმარი, ძლიერი შეტევის გამო, კინაღამ გარდაიცვალა; ძლიერი შეტევის გამო პატიმარი 27 სექტემბერს კვლავ გადაიყვანეს „ნიუ-ჰოსპიტალში“.

ბააკა კოპალიანს 2009 წლის მაისში ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისის #8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, რის გამოც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად ძალიან მძიმეა;

ზურაბ ჯიჯიშვილს დღეში რამდენჯერმე აქვს შეტევები და რომ არა თანამოსაკნეები, იგი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა;

უაღრესად მძიმედ მყოფი მამუკა ხაჯიშვილი, 27 სექტემბერს უნდა გადაეყვანათ ნიუ-ჰოსპიტალში. როგორც მას დაწესებულების მთავარმა ექიმმა განუცხადა, დღესვე უკან უნდა დაებრუნებინათ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მსჯავრდებულები, სსკ 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სასჯელისაგან უნდა გაათავისუფლოს, მძიმე ავადმყოფობის გამო.

დაბოლოს, კიდევ ერთი პატიმარი - გოდერძი კიკნაძე, რომელიც სასჯელს იხდის #6 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში; იგი 24 სექტემბერს თავის არეში მიყენებული დაზიანებების გამო გადაიყვანეს ე.წ. ღუდუშაურის და თოდუას კლინიკებში და იმავე დღეს უკან დააბრუნეს ისე, რომ მისთვის არ უმკურნალიათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, გიორგი ტუღუშს, სამინისტრომ კონტროლზე აიყვანოს თითოეული მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულის საქმე, რათა მათ ჩაუტარდეს არა მარტო გამოკვლევები, არამედ შესაბამისი ეფექტური მკურნალობა. ხოლო, იმ შემთხვევაში, როცა მკურნალობა დაგვიანებულია და პატიმარი უკანასკნელ დღეებს ითვლის, იგი უნდა განთავისუფლდეს სასჯელისაგან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
27.09.12.

ახალი ამბები