კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყარაჯალის N22 საარჩევნო უბანზე „მთავრობის დავალებით“ მთელ საარჩევნო პროცესს იღებენ

1 ოქტომბერი, 2012

ლაგოდეხის N15 საარჩევნო ოლქის ყარაჯალის N22 საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა პირველი საჩივარი შეადგინა. დამკვირვებლის თქმით, უბანზე უწყვეტ გადაღებას აწარმოებს ვინმე ქობულოვ შირმანი, რომელსაც ამის უფლება არა აქვს და გაიძახის, რომ „მთავრობის დავალებით“ აწარმოებს ვიდეო-გადაღებებს.

„ყარაჯალას N22 საარჩევნო უბანი პატარა ფართზეა განთავსებული. ქობულოვ შირმანი უბნის ერთ-ერთ კუთხეში დგას და უწყვეტად იღებს ყველაფერს, რაც იქ ხდება. იგი ჟურნალისტი არ არის, არც მედიის წარმომადგენლის და არც დამკვირვებლის ბეჯი არა აქვს. ტანსაცმელზე მიკრული აქვს კუსტარულად დამზადებული საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელზეც აწერია, რომ პოლიტიკური სუბიექტის „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზას“ წარმომადგენელია“ - აცხადებს დამკვირვებელი.

მისი თქმით, მან მიმართა საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გაერკვია აღნიშნული პიროვნების ვინაობა და აღეკვეთა დარღვევა. თუმცა კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ქობულოვ შირმანი ამ დრომდე პერმანეტულ გადაღებებს აწარმოებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების თქმით, ყარაჯალასა და კაბალში არჩევნებში მონაწილეობის მაღალი აქტივობა შეინიშნება და საარჩევნო უბნებთან რიგი დგას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები