კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება - კიდევ ვინ არის პასუხისმგებელი პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე

28 სექტემბერი, 2012

ბოლო დღეებში საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში განვითარებული მოვლენების შემდეგ და საზოგადოების ზეწოლის შედეგად, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრები, საკუთარი განცხადების საფუძველზე.

სამწუხაროდ, იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს და სხვა მაღალჩინოსნებს ჯერ არ აუღიათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. არც ერთი თანამდებობის პირი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებლები პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე, არ დასჯილან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, რაც მათ უშუალოდ ჩაიდინეს ან წაახალისეს.

ხელისუფლება  წლების განმავლობაში უარყოფდა ქვეყანაში წამების ფაქტების არსებობას. სამწუხაროდ, ამ პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდნენ როგორც სახალხო დამცველის აპარატი, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი და დონორები. სახელმწიფოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე სამოქალაქო საზოგადოებისგან მალულად მიიღეს, ასევე უარყოფდა წამების არსებობას და მხოლოდ „ცუდ მოპყრობაზე“ ამახვილებდა ყურადღებას.

ჩვენ ვიზიარებთ სახალხო დამცველის კრიტიკული ანგარიშების პათოსს და მის წარმატებულ საქმიანობას  სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენ ვთანამშრომლობდით სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.  თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ავღნიშნოთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებში საერთოდ გაქრა სიტყვა „წამება“. სამწუხაროდ, ეს სიტყვა შეიცვალა „ცუდი ან არაჰუმანური მოპყრობით“.  მსგავს ტერმინს იყენებდნენ ასევე მთელი რიგი არასამთავრობო (ადგილობრივი და საერთაშორისო) ორგანიზაციები, რაც ემსახურებოდა ამ უდანაშაულობის განცდის გაზრდას და პრობლემის გამწვავებას.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველს  დღემდე არ უღიარებია მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ შეძლო წამების ფაქტების  აღკვეთა. სწორედ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო პირველი, რომელსაც ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები უნდა გამოეაშკარავებინა, როგორც ქართულ პოლიციაში, ასევე პენიტენციალურ სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ აპარატის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით დადებითად შეიძლება შეფასდეს, როდესაც საქმე წამების აღკვეთას ეხება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ომბუდსმენის ოფისსმა ეს ვერ შეძლო.

ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე გადაუდებელი პრობლემა გამოიკვეთა, რისი გამოსწორებაც აუცილებელ ამოცანას წარმოადგენს ამ ინსტიტუტის ადეკვატური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით. პირველ რიგში,   უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით,  უნდა მოხდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის  შეფასება და ხელახალი შექმნა, რათა იგი სრულ შესაბამისობაში მოვიდეს წამების წინააღმდეგ კონვენციის დამატებით ოქმთან (OPCAT) . 

საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე, სრულად უნდა განახორციელოს უკანონო დაკავების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის ბოლოდროინდელი რეკომენდაციები, კერძოდ: „უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების სისტემური მონაწილეობა პოლიციისა და საპატიმროების მონიტორინგსა და მიმდინარე გამოძიებებში; ამ მხრივ, მან უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო სექტორის (გარდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონაწილე ორგანიზაციებისა) მისაწვდომობა ყველა დაწესებულებაში და უწყებაში, სადაც დაკავებული ადამიანები იმყოფებიან.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ამჟამად მოქმედ სახალხო დამცველს, შეისწავლოს ყველა საქმე, რომელიც წარდგენილია სახალხო დამცველის ოფისში და შეიცავს   ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში სხვა დანაშაულებთან ერთად წამების შესახებ ინფორმაციას. სახალხო დაცველისს აპარატის ვალდებულება უნდა იყოს არა მარტო განიხილოს საქმეები, არამედ ბოლომდე მისდიოს მათ და მოახდინოს ცვლილებებისა და სიტუაციის გამოსწორების ადვოკატირება, რათა მოხდეს პოლიციელებსა და პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებში უდანაშაულობის სინდრომის აღკვეთა.

სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატი პასიური და უყურადღებო იყო საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების მიმართ. ომბუდსმენმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა ამ სენსიტიურ საქმეებზე. ჩვენ ყოველთვის ვაწვდიდით მათ ამის შესახებ ინფორმაციას და მზად ვართ, კვლავ მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაციები მსგავს საქმეებზე.

ამგვარად, ჩვენ მოვუწოდებთ სახალხო დამცველის ოფისს, აღიაროს მისი პასუხისმგებლობა წამების ფაქტების აღკვეთისა და სენსიტიურ საქმეებთან დაკავშირებით მისი მანდატის შეუსრულებლობის გამო. აუცილებელია აქტიური სახალხო დამცველის არსებობა წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც იმოქმედებს, როგორც შუამავალი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. სამწუხაროდ, ქვეყანა მომავალ არჩევნებს ნორმალურად დანიშნული ომბუდსმენის გარეშე ხვდება.

უფრო მეტიც, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები დაინიშნენ პენიტენციალური სისტემის მინისტრის მოადგილეებად და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ. აღნიშნული გარემოება გვაეჭვებს, რომ ეს ინსტიტუცია დე-ფაქტო კვლავ შსს-ს მიერ კონტროლდება.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორ ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, აიღონ მათი წილი პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ არ გაიაზრეს და უარყვეს სიმართლე და იზიარებდნენ ხელისუფლების პროპაგანდას და საქართველოს „წამებისგან თავისუფალ ზონად“ წარმოადგენდნენ.

ახალი ამბები