კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ 2 წევრი კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა

1 ოქტომბერი, 2012

1 ოქტომბერს, დაახლოებით 06:00 სთ-ზე „ქართული ოცნების“ 2 წევრი კატასტროფის მედიცინის ცენტრმა გურჯაანის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში გადაიყვანა. კახეთის საინფორმაციო ცენტრს, გურჯაანის სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, რომ დაშავებულებს თბილისში გადაყვანამდე „პატარა ნაკაწრები ქონდათ“, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

„ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის წევრის კაკო ბეგაშვილის თქმით, მისი თანაპარტიელები ინგა ბერიაშვილი და შოთა ჯოხაძე, გუშინ გვიან ღამით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ახაშენთან სცემეს, რის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

„ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ სცემეს, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კენჭისყრის დღისთვის ბიჯებს ურიგებდნენ. 30–მდე თავდამსხმელი, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებს ხელკეტებს ურტყამდნენ 10–ზე მეტი მაქანით იყვნენ. „ქართული ოცნების“ 2 დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გურჯაანის სამედიცინო ცენტრში აღმოუჩინეს, გამთენიისას კი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა“, – განმარტა კაკო ბეგაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები