კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ კოორდინატორები და კომისიის წევრები არჩევნების მეორე დღეს პოლიციაში დაიბარეს

1 ოქტომბერი, 2012

Humanrights.ge

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წყალტუბოს #58 საარჩევნო ოლქში, პაატა ზაქარეიშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრს „ქართული ოცნების“ ადგილობრივ კოორდინატორებზე მასობრივი ზეწოლის ფაქტების თაობაზე შეატყობინა.

პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, წყალტუბოს #58 მაჟორირატულ საარჩევნო ოლქში, 30 სექტემბრის 22:00 საათიდან განხორციელდა მასირებული ფსიქოლოგიური ზემოქმედება პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო უბნების კოორდინატორებზე და ქვეკოორდინატორებზე. აღნიშნულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახოციელებდნენ პოლიციის თანამშრომლები სატელეფონო ზარების საშუალებით.    

პაატა ზაქარეიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში 13 პირია დასახელებული, ვისზეც ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა:

„სალიის, ფარცხანაყანების, მუხიანის პოლიციის უფროსმა  თემურ მჟავიამ  დაურეკა ქვემოთ ჩამოთვლილ  # 8 უბნის კოორდინატორებს - მამუკა ფხაკაძეს, შალვა გოდუაძეს და თემურ იამანიძეს, რომ თითქოს მათ აიღეს „ქართული ოცნებიიდან“  250 ლარი და დაიბარა პოლიციაში სამშაბთს 10:00 საათზე.

ოფურჩხეთის პოლიციის უფროსმა დაფარული სატელეფონო ნომრიდან დაურეკა #17 საარჩევნო უბნის კოორდინატორს, გიორგი კახიძეს და დაიბარა ოფურჩხეთის პოლიციაში სამშაბათს 12:00 საათზე.

წყალტუბოს პოლიციის გამომძიებელმა მალხაზ ბასილაძემ დაურეკა #1 უბნის კოორდინატორს ნანა ქუთათელძეს, უთხრა, რომ მას აღებული ჰქონდა 250 ლარი და ამის გამო დაიბარა წყალტუბოს პოლიციაში სამშაბათს.

#4 საარჩევნო უბნის კოორდინატორ ნინო ნემსიწვერიძეს დაურეკეს პოლიციიდან და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს 12:00 საათზე.

 #21 საარჩევნო უბნის კოორდინატორ გელა ნიჟარაძეს დაურეკეს პოლიციიდან და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს 12:00 საათზე.

#36 საარჩევნო უბნის კოორდინატორს, მერაბ კოსტავას დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან  და დაიბარეს ოფურჩხეთის პოლიციაში.

#22 -ე საარჩევნო უბნის კოორდინატორს კონსტანტინე ტყეშელაშვილს დაურეკეს პოლიციიდან  და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.

#44-ე საარჩევნო უბანზე კოორდინატორს მირზა ნუცუბიძეს დაურეკეს პოლიციიდან  და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.

#31 საარჩევნო უბანზე კოორდინატორს ვანო სიმსივეს დაურეკეს ოფურჩხეთის პოლიციიდან და დაიბარეს პოლიციაში.

#42 საარჩევნო უბნის კოორდინატორს ლადო ბაზაძეს პოლიციიდან დაურეკა თემურ მჟავიამ და დაიბარა პოლიციაში სამშაბათს.

 #43 საარჩევნო უბნის კოორდინატორს ლაშა ციბაძეს დაურეკეს და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.

#12 საარჩევნო უბნის კოორდინატორს კახა ფანცხავას დაურეკეს და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს.

#32 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრს თეა გველებიანს დაურეკეს და დაიბარეს პოლიციაში სამშაბათს“.

პაატა ზაქარეიშვილის მიერ მოწოდებული დოკუმენტის დედანში ასევე მითითებულია ის სატელეფონო ნომრები, საიდანაც კოორდინატორებს ურეკავდნენ და პოლიციაში იბარებდნენ.

პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ყველა ის პირი, ვისაც გუშინ ღამით დაურეკეს და არჩევნების მეორე დღეს პოლიციაში დაიბარეს, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტია: „ისინი არჩევნების დღეს უნდა იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და ახორციელებდნენ მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. მათთან განხორციელებული სატელეფონო ზარები მკაფიოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმა, რათა ხვალისთვის პოლიციაში დაბარებულმა პირებმა დღეს (არჩევნების დღეს) თავიანთი მოვალეობის შესრულებისას კორექტირება გაუკეთონ თავიანთ მოქმედებებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ კოორდინატორებისათვის არანაირი ფორმით არანაირი თანხა არ გადაუცია. აქედან გამომდინარე, 30 სექტემრის ღამით პოლიციის მასირებული შეტევა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე ზემოქმედების მოტივით და მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა“.

ახალი ამბები