კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გვიან გახსნილი უბანი, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და სხვა დარღვევები

2 ოქტომბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 1 ოქტომბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა დააფიქსირეს, რომელთა ნაწილს გთავაზობთ მოკლედ.

თიანეთში ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის გიორგი იორამაშვილის ცნობით, თიანეთის #19 ოლქის #9 საარჩევნო უბანი 1 საათის დაგვიანებით გაიხსნა. ამის მიზეზი იყო ის, რომ საუბნო კომისიის ზოგიერთი წევრი დროულად ვერ გამოცხადდა უბანზე და კენჭისყრა დაგვიანდა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე უნდა დაიწყოს.

მცხეთის #27 საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე ზედმეტად ბევრმა ამომრჩეველმა მოიყარა თავი და ქაოსის შექმნის საშიშროება შეიქმნა. საუბნო კომისიის თავმჯდომარემ ამ პროცესზე რეაგირება მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის შემდეგ მოახდინა, რის შემდეგაც ამომრჩეველთა ნაკადი დარეგულირდა.

გარდაბნის #21 საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე მასობრივად დაირღვა კენჭისყრის ფარულობა. ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა საჯაროდ და ჯგუფურად აძლევდა ხმას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ამომრჩეველი კაბინაში შედიოდა სხვებთან ერთად იმ მიზნით, თითქოს ვერ ხედავდა ან არ იცოდა წერა-კითხვა ქართულად, ხოლო კაბინიდან გამოსული  ბიულეტენს აჩვენებდა კენჭისყრის ოთახში მყოფებს და არ უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობას. მიუხედავად ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის მხრიდან სიტყვიერად მრავალჯერ მიცემული შენიშვნისა და ასევე წერილობითი საჩივრისა, დარღვევა მაინც არ აღმოფხვრილა. ამასთანავე, არც ერთი აღნიშნული ბიულეტენები არ იქნა ბათილად ცნობილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ყვარელში N15 საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიებში 2 გარდაცვლილის გვარი დაფიქსირდა. ასევე, იმავე უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებზე ნაკლები ბიულეტენი მიიტანეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის განცხადებით, ყვარლის N15 საარჩევნო უბანზე უკვე დაწერილია საჩივარი არასაკმარისი ბიულეტენების გამო, რადგან მაშინ როცა უბანში სიით რეგისტრირებულია 404 და სპეციალურ სიაში შეყვანილია 9 ამომრჩეველი, უბანზე მხოლოდ 350 ბიულეტენი მიიტანეს. N15 საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურყანაია კახიტაევამ განაცხადა, რომ სიაში შეყვანილი მაგამედ კახიტაევი ბიძამისი იყო და 3 თვის წინ გარდაიცვალა, ხოლო სიაში დაფიქსირებული მეორე გარდაცვლილი ამენა ალიევი კიდევ უფრო ადრე გარდაიცვალა.

ლანჩხუთიდან ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ნინო მშვიდობაძის ცნობით, არჩევნების მიმდინარეობისას რამდენიმე ამომრჩეველს „ნაციონალების“ მაისურები ეცვათ და მხოლოდ მას შემდეგ გაიხადეს, რაც ტელევიზიებმა გადაიღეს. „ნაციონალების“ დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაციონალებთან“ არიან გაიგივებულნი, საარჩევნო ყუთებთან სხედან და აკონტროლობენ ყუთებსა და კონვერტებს. მათ ლანჩხუთის ყველა უბანზე აქტიური ურთიერთობა აქვთ ამომრჩეველთან.

Humanrights.ge

ახალი ამბები