კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჭკვიანად იყავი, თორემ კედელზე ტვინს მიგასხმევინებ“ - მუქარა ამომრჩეველზე

2 ოქტომბერი, 2012

ქუთაისში სულ 127 საარჩევნო უბანია. თითქმის ყველა მათგანის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ე.წ. მობილური სიების მიხედვით, მომხრეების რიცხოვნებას ადგენდნენ.

69-ე საარჩევნო უბანთან აღნიშნულ ფაქტს კოორდინატორსა და რიგით ამომრჩეველს შორის შელაპარაკება მოჰყვა. 
 
„ნაციონალების“ აქტივისტები დილიდან აქ დგანან. კოორდინატორს უჭირავს სიები და გამალებით რაღაცას წერს. უფრო სწორად, ადგენენ, თუ ვის აძლევს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი. ჩვენი უბნის კოორდინატორს მადონა ჩიხლაძეს, როცა ვუთხარი, ეს არ შეიძლება-მეთქი, იქვე მდგომი მისი ქმარი პავლე ჩიხლაძე მომიბრუნდა და შეურაცხყოფა მომაყენა. ასე მითხრა - ჭკვიანად იყავი, თორემ კედელზე მიგასხმევინებ ტვინსო. ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ ეს ქვეყანა მარტო მათი და „ნაცმოძრაობის“ არაა. ჩვენიცაა და თუ შეიძლება, საშუალება მოგვცენ, თავისუფალი არჩევანი გავაკეთოთ“, - განაცხადა ამომრჩეველმა ლუიზა გაგუამ humanrights.ge-სთან საუბარში.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორს მადონა ჩიხლაძეს, მან მეუღლესთან ერთად მიმდებარე ტერიტორია მომხდარიდან რამდენიმე წუთში დატოვა.

როგორც გაირკვა, მადონა ჩიხლაძის ქალიშვილი 69-ე საარჩევნო კომისიის წევრია.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები