კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასაკმარისი ბიულეტენები და ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაწვევებით

3 ოქტომბერი, 2012

მარი ტაბიძე, წყალტუბო

1 ოქტომბერს წყალტუბოს #58 საარჩევნო ოლქში რვა საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ამომრჩეველთა რაოდენობა 53 846 შეადგენდა და სულ 68 საარჩევნო უბანი ოყო გახსნილი. აქედან ექვს უბანზე დევნილები იღებდნენ მონაწილეობას, სადაც 3 389 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. კიდევ ერთი საარჩევნო უბანი, 488 ამომრჩეველზე, გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიხსნა.

წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიამ 53 846 ამომრჩეველზე ცესკოდან მიღება-ჩაბარების ხელშეკრულებით 48 100 ბიულეტენი მიიღო, ანუ - საჭიროზე 5746 ბიულეტენით ნაკლები. „ჩვენ დალუქულ ბიულეტენებს არ შევხებივართ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს რაოდენობა მოგვცა. ყველა უბნის ბიულეტენი რაოდენობის მიხედვით დალუქული და დათვლილი იყო და ჩვენც უბნებს იგივე ფორმით მიღება-ჩაბარების აქტით გადავეცით. თუკი რომელიმე უბანზე გამოცხადება მიღებულ ბიულეტენებზე მეტი იქნება, ჩვენ ცესკოს დაუყონებლივ შევატყობინებთ და ინსტრუქციის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას #58 საოლქო კომისიის თავჯდომარე ზოია ფანცულაიამ არჩევნების მიმდინარეობისას.

ბიულეტენების არასრულ რაოდენობასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივარი საოლქო კომისიაში დაწერა. თუმცა, მასზე რეაგირება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას არ მომხდარა.

წყალტუბოს #58 საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე  „ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გელა ნიჟარაძემ არასაკმარისი ბიულეტენების გამო საჩივარი დაწერა.

„ჩვენ ეს ფაქტი საოლქო კომისიასაც შევატყობინეთ და კოალიციაშიც დავრეკეთ. ანალოგიური ვითარებაა წყალტუბოს ყველა უბანზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობაზე გაცილებით ნაკლები ბიულეტინია მიღებული. გარდა ამისა, რამდენიმე ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაწვევებით მოვიდა, რომელიც დღეს ამავე პარტიის კოორდინატორებმა უბნებზე დაარიგეს. მინდა ვუთხრა ამ ხელისუფლებას, რომ მოსახლეობას არჩევნებზე დაპატიჟება არ სჭირდება - ისინი საარჩევნო უბანზე მათ გარეშეც მოვლენ და თავიანთ პოზიციასაც დააფიქსირებენ“, - განაცხადა გელა ნიჟარაძემ.

წყალტუბოს #67 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ზუსტად 8:00 წუთზე დაფიქსირდა. ბიულეტენების რაიდენობა 1 216 ამომრჩეველზე 1 050 იყო. ამ უბანზე ვიდეოგადაღებას ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი აწარმოებდა. უბანი ხუთსართულიანი სახლის პირველი სართულის ერთოთახიან ბინაში იყო განთავსებული. ფართი არასაკმარისისი იყო.  „სხვა ალტერნატიული ადგილი საარჩევნო უბნისთვის ვერ მოიძებნა. გეთანხმებით, რომ აქ ძალიან სივიწროვეა და დამკვირვებლები და წარმომადგენლები ვერ ეტევიან კენჭისყრის ოთახში, მაგრამ რა ვქნათ?!“ - განაცხადა #67 საარჩევნო უბნის კომისიის თავჯდომარე ირმა კილასონიამ humanrigts.ge-სთან საუბრისას.

სივიწროვის პრობლემის გარდა, აღნიშნული უბანი პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წინ იყო გახსნილი. პარტიის აქტივისტები ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს პირდაპირ შტაბიდან ინიშნავდნენ.

14 წუთის დაგვიანებით გაიხსნა წყალტუბოს #13 საარჩევნო უბანი. კომისიის თავჯდომარე მურმან გაზდელიანი ამ ფაქტს ადასტურებს: „საარჩევნო ხმის მიცემის დაგვიანება მოსამზადებელი სამუშაოების გაჭიანურებამ გამოიწვია, რადგან ერთი საათი ამ სამუშაოს შესრულებისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მიკროავტობუსი ნომრით  LBL-611 დააფიქსირეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“  სააგიტაციო პლაკატები ჰქონდა გაკრული და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები მოყავდა.

„ამ დარღვევებს წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვა, რაც 30 სექტემბერს დავაფიქსირეთ. ჩვენ ამ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირება მოვახდინეთ, შემდგომ ეტაპზე კი  სასამართლოს მივმართავთ“, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს შტაბის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ.

ახალი ამბები