კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ელისო ჩაფიძე: „ტყიბულში საოლქო კომისიის თავმჯდომარე დიდი ზეწოლის ქვეშ იყო“

3 ოქტომბერი, 2012

ტყიბულში მაჟორიტარულ არჩევნებს 1007 ხმით კოალიცია „ქართული ოცნება“ იგებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ წუთებში ტყიბულის საოლქო კომისიაში შემაჯამებელი ოქმი დგება, რომელზეც ხელმოწერის შემდეგ მას გამარჯვება იურიდიულად გაუფორმდება.
 
როგორც ჩაფიძე აღნიშნავს, სულ 7700 ხმა მოიპოვა; ტყიბულის ქუჩებში კი მისი ამომრჩეველი უკვე გამარჯვებას ზეიმობს.

ელისო ჩაფიძის განცხადებით, დღეს დილიდან ასობით მისი მხარდამჭერი საოლქო კომისიის შენობასთან იყო შეკრებილი, რათა არჩევნების შედეგები დაეცვათ.

ჩაფიძის თქმით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, კომისია საუბნო მონაცემებს არ აჯამებდა და შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერა არ სურდათ.

„საოლქო კომისია საშინელი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. პოლიცია აკონტროლებდა იქაურებს. ტყიბულის პოლიციის უფროსს, აკაკი ქათამაძეს დავალებული ჰქონდა ტყიბულში არჩევნების მოგება. ჩვენმა დამკვირვებლებმა მოისმინეს, რომ ის ისტერიულად გაჰყვიროდა: რა ვქნა, კი მაგრამ, რა ვუყო ოქმებსო. ახლა გადადებული აქვს 5 უბნის მონაცემი, სადაც მე მაქვს ყველაზე მაღალი მხარდაჭერა. კერძოდ, მე-5 და მე-8 უბანი. საინტერესოა, რომ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მივიღე ქუჩაზე, სადაც პავლე კუბლაშვილი ცხოვრობს. ამომრჩეველთა 75% იმ უბანზე, სადაც პავლე კუბლაშვილი ცხოვრობს, ჩემი მომხრეა. ისევე როგორც ჩემს მშობლიურ სოფელში, სადაც მას ეგონა, რომ შეძლო ადამიანების მოსყიდვა“, - დასძინა ჩაფიძემ.

ჩაფიძის მტკიცებით, 1 ოქტომბერს ტყიბულში გამოყენებული იყო არჩევნების გაყალბების ყველა მეთოდი - დაწყებული ადამიანების დაშინებიდან და დატერორებიდან, სახლში მივარდნით, #8 უბანთან იყო ცემის ფაქტიც. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ადამიანებს კინოთეატრ „შაორთან“ ქუჩაში ურიგებდნენ ფულს; ეს ფაქტი დაფიქსირებულია. ხდებოდა სოფლის მოსახლეობისთვის თანხების დარიგება, არალეგალურად ხმების ყიდვა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები