17:26, Tuesday, 10.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამ მიხნიკი: „თბილისის ქუჩებში რაც ვნახე, მსოფლიოს კაპიტალითაც კი ვერ იყიდი“

03.10.2012

„დასავლეთში არსებობდა სტერეოტიპი – საქართველოს საშინაო საკითხებს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან სააკაშვილი და მისი გუნდი პროდასავლურ ძალას წარმოადგენს, მაგრამ გუშინ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა“, - ამის შესახებ ცნობილმა პოლონელმა უფლებადამცველმა, გაზეთ „ვიბორჩას“ რედაქტორმა, ადამ მიხნიკმა რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემაში – „აქ და ახლა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობდა, თუმცა მას, რაც თბილისის ქუჩებში ნახა, მიხნიკის შეფასებით, მსოფლიო კაპიტალიც ვერ იყიდის.

„დასავლეთის შეხედულებებში შესაძლებელია ცვლილებები. ივანიშვილის განცხადება იყო ნათელი სიგნალი დასავლეთისთვის, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ და მისი საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ივანიშვილის გამოსვლაში გაიჟღერა ფრაზამ - არ იქნება რევანშიზმის განწყობები, იგი ორიენტირებული იქნება თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვანია ის სიტყვებიც, რომ ყველა მოქალაქისთვის საქართველო ერთია. ის, რაც ვნახე, 100%-ით ნიშნავს იმის გამოხატულებას, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს. ძალაუფლებას ხშირად ნარკოტიკის მსგავსი ზემოქმედების ეფექტი აქვს და მასთან ბრძოლის ერთადერთი წამალია სამოქალაქო საზოგადოება“, - განაცხადა ადამ მიხნიკმა.

ცნობილი პოლონელი უფლებადამცველი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებსაც შეეხო. მისი შეფასებით, ემოციები პოლიტიკურ ურთიერთობას ხელს უშლის.

„რა თქმა უნდა, რუსეთი პასუხისმგებელია იმ მოვლენებზე რაც მოხდა, რადგან ის არის დიდი ქვეყანა. რასაც მე საქართველოში ვხედავ, ეს არის ახალი დერეფანი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს და პრობლემების მოგვარების დასაწყისს. თუნდაც ის, რომ ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში დააგროვა, არ ნიშნავს, რომ იგი პუტინის კაცია. ხადარკოვსკიმ, რომელიც დღეს რუსეთში პატიმარია, კაპიტალი აშშ-ში დააგროვა“, - აღნიშნა ადამ მიხნიკმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის მთავრობა გაგებით მოეკიდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

ინტერპრესნიუსი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC