22:28, Thursday, 02.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საიას განცხადება ხაშურის #35 საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით

05.10.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებს უფლებამოსილ ორგანოებს ადეკვატური და ეფექტური რეაგირებისაკენ. აღნიშნული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სადავო უბნების მონაცემები არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე ხაშურის საარჩევნო ოლქში.

ხაშურის #35  საარჩევნო ოლქის დაახლოებით 10 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი, მათ შორის აღნიშნულ უბნებზე გამართული არჩევნების შედეგების შეჯამება, მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა. კერძოდ, არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა განმარტებებით, დასტურდება რომ აღნიშნული უბნებზე  ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმების მონაცემების იმგვარ შედგენას რაც არ ასახავდა აღნიშნულ უბნებზე ამომრჩეველთა მიერ გამოხატულ ნებას ან საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი ოქმების მონაცემების მოგვიანებით შეცვლას. ამასთან, ხაშურის ოლქის რამოდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა სპეციალური დანიშნულების რაზმების შეჭრას და კომისიის წევრების იძულებას მათი მითითების მიხედვით მოეხდინათ არჩევნების შედეგების ასახვა შემაჯამებელ ოქმებში.

ზემოაღნიშნული ფაქტები ცხადყოფს, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის არაერთ უხეშ დარღვევას, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოქალაქეთა მიერ გამოვლენილი ნების სათანადო ასახვაზე და  არსებითად შეცვალა უბნებზე დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნული კი თავის მხრივ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე მთელი ოლქის მასშტაბით. ამასთან, ცალკეულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რაც სათანადო შესწავლას საჭიროებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

საიამ ამ დროისათვის ხაშურის #3, #5, #8, #10, #19, #45 #46 და #26 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საკითხი უკვე დააყენა საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუმცა, საიას საჩივრები არ იქნა დაკმაყოფილებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჩივრის განხილვის პროცესი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევებით წარიმართა და კომისიის მიერ არ მომხდარა საქმეზე არსებული მტკიცებულებების სათანადო შესწავალა, რაც ასევე დარღვევას წარმოადგენს.  საია საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს, ამასთან აგრძელებს ხაშურის საოლქო კომისიაში სხვა უბნების შედეგების ბათილობის საკითხის დაყენებას.

მივმართავთ, ხაშურის #35 საოლქო საარჩევნო კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოს უზრუნველყონ ხაშურის #35 საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებთან მიმართებით შედგენილი საჩივრების სათანადო განხილვა და საქმეზე არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლის პირობებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. ამასთან, მივმართავთ მთავარი პროკურატურას შეისწავლონ ის შემთხვევები, სადაც იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC