კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში გამართულ "ქართული ოცნების" საპროტესტო აქციაზე გიორგი კოდუაც იმყოფებოდა

5 ოქტომბერი, 2012

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საპროტესტო აქციაზე კრიმინალური პოლიციის უფროსის ძმა, გიორგი კოდუაც იმყოფებოდა.

როგორც კოდუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართული ოცნების“ შეკრებას ის პირველ რიგში როგორც ზუგდიდელი ისე შეუერთდა, რადგან ხედავს, რომ მის გარშემომყოფებს, ახლობლებს, ნათესავებსა და თანამოქალაქეებს აქვთ ერთი განწყობა და ყველანი მხარს ირაკლი ალასანიას უჭერენ.

გარდა ამისა, გიორგი კოდუას თქმით, აქციაზე მისვლის მიზეზი იყო ის, რომ ირაკლი ალასანია მისი ახლო მეგობარია და, ამასთან, როგორც ბიზნესმენი, მომხრეა, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მართავდეს.

„მე ვარ ბიზნესმენი და არ მინდა, რომ ბიზნესში პოლიტიკა ერეოდეს, რაც პირადად ჩემს შემთხვევაში ნამდვილად მოხდა. ბოლო პერიოდში ჩემი საქმიანობა კარბელაშვილმა და ქობალიამ დასახელებული აბსურდული მიზეზების გამო მთლიანად დაბლოკეს და რეალურად ეს ჩემი გარკვეული განცხადებების გამო დასჯა იყო“, – აცხადებს გიორგი კოდუა.

მისივე თქმით, მისაღებია, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის სახით მოვიდა პიროვნება, რომელსაც ბიზნესი ესმის და ეს ქართულ ბიზნესგარემოს წაადგება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები