კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნება“ ხონის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

8 ოქტომბერი, 2012

მარი ტაბიძე, ხონი

დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელსაც  კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტის 70-70-დღიანი პატიმრობის შეფარდება უძღოდა წინ, ხონში საპარლამენტო არჩევნები შედარებით მშვიდ გარემოში ჩატარდა.

ხონის#55-ე საოლქო საარჩევნო ოლქსი 31 უბანი იყო გახსნილი. აქედან ორ სპეციალურ უბანზე კენჭისყრაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს 273 ამომრჩეველი და საჯარისო ნაწილის 159 ამომრჩეველი მონაწილეობდა. ხონის #55-ე ოლქში სულ 24 231 ამომრჩეველი იყო. თუმცა, სხვა ოლქების მსგავსად ბიულეტენები აქაც ნაკლები რაოდენობის მოვიდა.

არჩევნების პროცესში #2-ე საარჩევნო უბანზე აგიტაციის ფაქტი დაფიქსირდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, აკაკი ბობოხიძის დეიდაშვილი პაატა კაკაბაძე აწარმოებდა. იგი ღიად მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხუთი ნომერი შემოეხაზათ. ამავე უბნის კომისიის თავჯდომარე ხათუნა ბახტაძე იყო, რომელიც პაატა კაკაბაძის მეუღლეა. დამკვირვებლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ კაკაბაძემ საარჩევნო უბანი დატოვა და აგიტაციისთვის ეზოში გადაინაცვლა.

პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა #8 საარჩევნო უბანზე. ხონში „ქართული ოცნების“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკოლოზ სანოძის მიერ შეტანილ საჩივარზე ხონის N8 უბნის გაბათილების შესახებ, 3 ოქტომბერს საოლქო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ხონის #55-ე საოლქო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძეც ესწრებოდა. კომისიის სხდომამ უბნის შედეგები უცვლელი დატოვა. როგორც კომისიის თავმჯდომარე, ია კუჭუხიძე აცხადებს:

„პროცედურული დარღვევები უბანზევე უნდა გასაჩივრებულიყო. მიუხედავად ამისა,  ჩვენ საჩივარი განვიხილეთ“.

ამ ფაქტს საოლქო კომისიის ტერიტორიაზე ინციდენტი მოყვა. საოლქო კომისიის წინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მათთან გიორგი ვაშაძე და ხონის „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ლევან ბობოხიძე გამოვიდა, რასაც შეკრებილი ხალხის აგრესიული შეძახილები მოჰყვა. ვაშაძე პოლიციამ დაცვის საშუალებით გაიყვანა, ხოლო ბობოხიძეს ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც მონაწილეები ამბობენ, ბობოხიძემ შეკრებილებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სიტუაცია დაიძაბა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ვაშაძეს საოლქო საარჩევნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სტატუსი სხდომამდე ერთი დღით ადრე, 2 ოქტომბერს, ჰქონდა მიღებული.

კოალიცია „ქართული ოცნების“ #55-ე ოლქის დამკვირვებლის, ალექსანდრე აკობიძის განმარტებით, საკითხს ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ და ისინი საკუთარი ხმების დასაცავად კანონით იხელმძღვანელებენ.

აღსანიშნავია, რომ ხონში საოლქო კომისიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის ნიკოლოზ სანოძის მხრიდან წარმოდგენილ სამ საჩივარს განიხილავდა, თუმცა კომისიამ არც ერთი საჩივარი მათ სასარგებლოდ არ გადაწყვიტა.

#55-ე საარცევნო ოლქში დღეის ვითარებით არჩევნების შედეგი ასეთია: 48,75% დავით ჭავჭანიძეს აქვს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და 46,9% - ნიკა სანოძეს, კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. ამ შედეგებში ხმების ის რაოდენობაც შედის, რომელიც მაჟორიტარულ არჩვენებში სპეციალურ უბნებზე - ფსიქიატრიული საავადმყოფოს ამომრჩევლებმა და საჯარისო ნაწილიში მყოფმა პირებმა დააფიქსირეს.

ახალი ამბები