კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისს ახალი მერი ჰყავს

9 ოქტომბერი, 2012

8 ოქტომბერს ქუთაისის საკრებულომ ახალი მერი დაამტკიცა. აღნიშნულ თანამდებობაზე ქალაქის სათათბიროს უმრავლესობის წევრი ბესიკ ბრეგაძე დაინიშნა. მის დანიშვნას საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციური ფრთა თვლის, რომ ქუთაისის მერის დანიშვნა დაჩქარებული წესით მოხდა, რაც ქალაქისთვის მხოლოდ ცუდის მომტანი იქნება.  

საკრებულოს „მემარჯვენე“ წევრის, მამუკა მღვდელაძის აზრით, საკრებულოს გადაწყვეტილება საბოლოოდ ჩიხში შეიყვანს ქალაქს, რადგან ახალი მერი ახალ ხელისუფლებასთან ვერ ითანამშრომლებს. იგი თვლის, რომ საკრებულოს წევრები ჯერ კიდევ ძველ დროში არიან დარჩენილი და აშკარად შიშის ქვეშ მოქმედებენ.

ხელჩართულ კამათში გადასული ურთიერთდაპირისპირების ფონზე საკრებულოს უმრავლესობამ თავისი გაიტანა - ქუთაისს ახალი მერი ჰყავს. უკვე ყოფილი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ბრეგაძე აცხადებს: „ქუთაისის აღმშენებლობის საქმეში თავს ჯარისკაცად ვთვლი. ამ მხრივ კი, გასაკეთებელი მართლაც ბევრია“.

ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი თევდორაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 16 აგვსიტოს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. მართალია, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საპარლამენტო არჩევნები კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატთან გუბაზ სანიკიძესთან წააგო, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში იგი მაინც მოხვდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის მეხუთე ნომერი.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები