კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონის სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

9 ოქტომბერი, 2012

8 ოქტომბერს ხონის სასამართლომ  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკოლოზ სანოძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.  მოსამართლემ მე-8 და მე-10 საუბნო კომისიის თავმჯდომარეების მიმართ დისციპლინარული სასჯელი გამოიტანა, თუმცა უბნების შემაჯამებელი ოქმები  ბათილად არ სცნო.

სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე სანოძის ადვოკატმა მოსამართლისა და მისი მდივნის აცილება მოითხოვა, რადგან, მისივე თქმით, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ნახა, თუ როგორ შევიდა 55-ე საოლქო  საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ია კუჭუხიძე მოსამართლის ოთახში.

„გამიჩნდა დასაბუთებული ეჭვი, რომ თავმჯდომარე შეხვდა მოსამართლეს და სასამართლოს დაწყებამდე  მოსამართლე დაინტერესებული იყო შედეგით. სასამართლომ ფაქტობრივად ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან ერთის მხრივ დასაჯა კომისიის თავჯდომარეები და მეორეს მხრივ მათი შევსებული ოქმები ძალაში დატოვა“, - აღნიშნა ნიკა სანოძის ადვოკატმა რობინზონ ხურცილავამ.

55-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ია კუჭუხიძე ამბობს, რომ მოსამართლის მდივანთან ის ტექნიკური საკითხების გადასამოწმებლად იმყოფებოდა. „ქართული ოცნება“ ხონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავს.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები