კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დარღვევები საარჩევნო სპეცუბნების შემაჯამებელ ოქმებში

10 ოქტომბერი, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ბათუმის #79-ე საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 104 უბნიდან და 4 სპეცუბნიდან მმართველმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 6 საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა. მათგან 3 საარჩევნო უბანი სწორედ სპეცუბანია. 

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-საიტზე (http://www.sec.ge/) განთავსებული აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის შემაჯამებელ ოქმებში, სპეცუბნებზე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ოდენობას. რაც საერთო აქვთ ამ უბნებს, ის არის, რომ ყველა მათგანში გაიმარჯვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.

კერძოდ, #105 სპეცუბნის (იგი #15 საარჩევნო უბანზე იყო მიმაგრებული) შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად მითითებულია 1841, მიცემული ხმებისა და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების დამატებით კი 1839-ს ვღებულობთ. გაუგებარია, სად „დაიკარგა“ 2 ამომრჩევლის ხმა. აღნიშნულ უბანზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1118, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ - 652 ხმა დააგროვა. 

2 ხმის ცდომილებაა #107 სპეცუბნის შემაჯამებელ ოქმშიც. 1412 ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნაცვლად მიცემულ ხმათა ოდენობა და ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა ოდენობის ჯამი შეადგენს 1410-ს. აღნიშნულ უბანზეც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  გაიმარჯვა. მან დააგოვა 701 ხმა, ხოლო კოალიაციამ - 629.

#102 საარჩევნო უბნის შემაჯამაბელი ოქმის მონაცემებში 5 ხმის ცდომილებაა. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობად 702 ამომრჩეველია მითითებული. თუმცა, მიცემულ ხმათა ოდენობა და ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა ჯამი - 697-ია. აღნიშნულ უბანზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 492, ხოლო კოალიაციამ - 138 ხმა დააგროვა.

საერთო მონაცემებით კი, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის შედეგებით, როგორც საპარლამენტო, ისე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ბათუმში რეგისტრირებული 134 488 ამომრჩევლიდან 1 ოქტომბრის არჩვენებში მონაწილეობა 80 405-მა ადამიანმა მიიღო.

მიღებული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა - მურმან დუმბაძემ 48 941 ხმა მიიღო, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა - გიორგი ბარამიძემ კი 24 193. პროპორციული სისტემით არჩევნებში „ქარტულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 65, 3 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 29, 9-%-ის.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კაკო ძნელაძემ 48 498 ხმით მოიგო. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, რობერტ ჩხაიძემ კი - 23 800 ხმა დააგროვა.

პროპორციული სისტემით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბათუმში „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 65, 3 %-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას” კი - 29,8 %-მა.

ახალი ამბები