კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური პარტიები ქუთაისის ახალი მერის წინააღმდეგ

10 ოქტომბერი, 2012

8 ოქტომბერს ქუთაისის მერიის წინ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წამომადგენლებმა ბრიფინგი მოაწყვეს. მათ ქუთაისის მერის თანამდებობაზე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესიკ ბრეგაძის დანიშვნა გააპროტესტეს.

ქდმ-ს განმარტებით, ქალაქის  საკრებულოს მიერ ახალი მერის დამტკიცების დროს ადგილი ჰქონდა რიგ პროცედურულ დარღვევებს.

„არ გამოცხადებულა კონკურსი მერობის მსურველთათვის. გარდა ამისა, საკრებულოს წევრებს არ უნახავთ მომავალი მერის სამოქმედო პროგრამა. არ  ჩატარებულა ბიუროს სხდომა და არ ყოფილა არც შეხვედრები საკრებულოს ფრაქციებთან. პროცედურები, რომელიც  მერის არჩევისას საკრებულომ უნდა დაიცვას, კანონით არის გაწერილი. საკრებულოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც ბრეგაძის დანიშვნას მოჰყვა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პროტესტის ნიშნად დავტოვეთ დარბაზი“, – ამბობს დავით დვალი.

ბესიკ ბრეგაძის მერობის წინააღმდეგია „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძეც. საკრებულოს „მემარჯვენე“ წევრი ბრეგაძეს მერიის ცხრათვიანი მუშაობის ანგარიშს თხოვს. მღვდელაძე მას ასევე, ქალაქში წინასაარჩევნოდ დაწყებულ ინფარასტრუქტურულ პროექტზეც აკისრებს პასუხისმგებლობას, რომლის განხორციელება წინასაარჩევნოდ აქტიურად დაიწყო და ამ დრომდე შეჩერებულია.

„ქალაქის მერი ვალდებულია, საკრებულოზე  წარმოადგინოს  ინფორმაცია მერიის ცხათვიანი მუშაობის  შესრულების შესახებ. ინფორმაცია უახლოესი ათი დღის განმავლობაში  უნდა იქნეს  წარმოდგენილი,  სადაც განსაკუთრებული ყურადღება ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იქნება  გამახვილებული. ვფიქრობ, რომ გარკვეული პროექტები (სოციალური და ინფრასტრუქტურული) მხოლოდ ერთი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიისთვის იქნა გამოყენებული“,  - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები