კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დემეტრაძეს პრეზიდენტმა სასჯელი გაუნახევრა

10 ოქტომბერი, 2012

პატიმრობაში მყოფი ფეხბურთელის, გიორგი დემეტრაძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის ცნობით, დემეტრაძეს პრეზიდენტმა სასჯელი 28 აგვისტოს გაუნახევრა.
 
„შეიწყალეს 28 აგვისტოს, ოღონდ არ გაუთავისუფლებიათ. ანუ 28 აგვისტოსთვის დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა. იმ პერიოდისთვის დარჩენილი  ჰქონდა 4 წელი და  მოსახდელად დაუტოვეს 2 წელი“, – განუცხადა „ნეტგაზეთს“ დემეტრაძის ადვოკატმა.

მისივე თქმით, თავად ეს ფაქტი დემეტრაძისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან მას არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით.  

„არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ პრეზიდენტისთვის. 28 აგვისტოს მას მიუტანეს და ჩააბარეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი შეწყალების შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ მას სასჯელი გაუნახევრდა. კანონში მითითებულია, რომ პრეზიდენტს პატიმარმა თვითონ უნდა მიმართოს შეწყალების თხოვნით. ამავე დროს, ერთ–ერთი მთავარი პირობა დანაშაულის აღიარებაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ერთი პირობა არ ყოფილა დაკმაყოფილებული. ანუ დემეტრაძეს არც შეწყალებით მიუმართავს პრეზიდენტისთვის და არც დანაშაული უღიარებია“, – განაცხადა „ნეტგაზეთთან“ საუბრისად ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ.

მეტი დეტალებისთვის „ნეტგაზეთი“ პრეზიდენტის პრესსპიკერთან მანანა მანჯგალაძესთან შეეცადა დაკავშირებას, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, გიორგი დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის მარტში დამნაშავედ სცნო და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ქონებისა და იმ 30 ათასი აშშ დოლარის ჩამორთმევა მიუსაჯა, რომელიც მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები