კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია

10 ოქტომბერი, 2012

ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა მოქმედ მინისტრთან, გიორგი ტუღუშთან შეხვედრის წინ განაცხადა. მისი თქმით, ჯერ რთულია თქმა, ვის შეეხება ამნისტია.

„ამნისტია არ არის ერთადერთი გამოსავალი ციხეების განტვირთვისათვის, ამნისტიას უნდა დაემატოს შეკრებითობის პრინციპის გაუქმება და იმ პატიმრების საკითხების გადახედვა, რომლებიც ციხეებში უკანონოდ სხედან“, - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სამომავლოდ შეკრებითობის პრინციპის გაუქმებისა და მკაცრი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის შეცვლის შედეგად ქვეყანაში ამდენი პატიმარი აღარ იქნება.

ამასთან, სოზარ სუბარმა მომავალი სახალხო დამცველის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, სახალხო დამცველი შეირჩევა პარლამენტის შეკრების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები